ეგმონტის ეროვნული პარკი

ეგმონტის ეროვნული პარკიეროვნული პარკი ახალ ზელანდიაში, ქალაქ ნიუ-პლიმუთის სამხრეთით, ჩრდილოეთ კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე. სახელი ეწოდა მთისგან, რომელიც მის გარემოში დომინირებს და რომელსაც თავის მხრივ სახელი კაპიტანმა კუკმა უწოდა. მაორის ენაზე ამ მთას ტარანაკი ჰქვია. იგი ჩამქრალ ვულკანს წარმოადგენს.

ეგმონტის ეროვნული პარკი

Egmont National Park

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ტარანაკის რეგიონი
ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
უახლოესი ქალაქი ნიუ-პლიმუთი
კოორდინატები 39°16′ ს. გ. 174°06′ ა. გ. / 39.267° ს. გ. 174.100° ა. გ. / -39.267; 174.100
ფართობი 335 კმ²
დაარსდა 1900
მმართველი ორგანო ახალი ზელანდიის კონსერვაციის დეპარტამენტი

ეროვნული პარკი 1900 წელს შეიქმნა. იგი მასიურ ატმოსფერულ ნალექებს იღებს, რომლებიც ოროგრაფიული წარმოშობისაა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ არეალს ნალექების მაღალი წლიური მაჩვენებელი და რბილი სანაპირო კლიმატი გააჩნია, მთისწინეთი დაფარულია წვიმის ტყეებით, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მასშტაბით.

პარკის ეკოსისტემა წარმოაჩენს მცენარეულობის ზონალურობას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება