ეგილოფსი
ეგილოფსი[1][2] (ლათ. Aegilops) — მცენარეების გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. ერთწლოვანი ბალახებია, აქვთ ცილინდრული ან ვიწროკვერცხისებრი ყვავილედები (თავთუნები), რომელთა ღერძი დაყოფილია პატარა ნაწილებად. ერთი თავთუნი 3–4-ყვავილიანია, თავთუნის ქერცლებს 7–13 გამოწეული ძარღვი აქვს, წვერზე 1–5 ფხაა, იშვიათად უფხოა. ქვედა საყვავილე ქერცლებიც ფხიანია.[3]
ეგილოფსი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Aegilops geniculata | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Aegilops L., 1753 | ||||||||||||||
|
ცნობილია 25-მდე სახეობა.[4] გავრცელებული არიან უმთავრესად ევრაზიაში.[3] საქართველოში გვხვდება 8 სახეობა:[5]
- Aegilops biuncialis Vis., 1842
- Aegilops columnaris Zhuk., 1928
- Aegilops cylindrica Host, 1802
- Aegilops kotschyi Boiss., 1846
- Aegilops neglecta Req. ex Bertol., 1834
- სინონიმი: Aegilops ovata L., 1753[6]
- Aegilops tauschii Coss., 1849
- Aegilops triuncialis L., 1753
- Aegilops umbellulata Zhuk., 1928
იზრდებიან მშრალ ქვიან ფერდობებზე, ქვიშებსა და კენჭნარებზე, გზის პირას, მინდვრებში სარეველებად. იყენებენ მედიცინაში და როგორც საკვებ მცენარეს. ხორბლის ორი ველურად მზარდი დიპლოიდური სახეობის ეგილოფსის სახეობებთან ბუნებრივი ჰიბრიდიზაციის გზით წარმოიშვა რბილი ხორბლის ყველაზე მაღალმოსავლიანი ტეტრაპლოიდური და ჰექსაპლოიდური სახესხვაობები.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მაყაშვილი ა., ბოტანიკური ლექსიკონი : მცენარეთა სახელწოდებანი, მე-3 გამოც., თბ.: „მეცნიერება“, 1991. — გვ. 25.
- ↑ Aegilops — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Конечная Г. Ю. Эгилопс // Большая российская энциклопедия. т. 35. — М., 2017. — стр. 215-216.
- ↑ Aegilops en. The Plant List. ციტირების თარიღი: 3 სექტემბერი, 2024
- ↑ დავლიანიძე მ., ღვინიაშვილი ც., მუყბანიანი მ. და სხვ., საქართველოს ფლორის ნომენკლატურული ნუსხა, თბ.: „უნივერსალი“, 2018. — გვ. 127–128, ISBN 978-9941-26-391-0.
- ↑ Aegilops ovata L. en. Plants of the World Online | Kew Science. ციტირების თარიღი: 3 სექტემბერი, 2024