ეგვიპტის ტურიზმი
აღასანიშნია რომ ეგვიპტე ერთადერთი მუსლიმური ქვეყანაა, რომელიც აქტიურადაა ჩართული ტურისტულ სფეროში. ეს დიდ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, შემოსავლების მეტი წილი სწორედ ამ სფეროზე მოდის.
კაირო ეგვიპტის დადაქალაქი ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია მსოფლიოში. წარმოადგენს არაბული სამყაროს კულტურულ და კომერციულ ცენტრს. ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქია აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. იგი გაშენებულია ნილოსის ნაპირზე, წარმოდგენილია მაღალი შენობებით, აქ არის საუკეთესო სასტუმროები, მაღაზიები, რესტორნები.
კაიროს თანამედროვე ცენტრად ითვლება ალ-ტაჰრირის მოედანი, აქ არის ყველა ძირითადი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის შტაბ-ბინა. აღსანიშნავია არაბულ სახელმწიფოთა ლიგა.
ტურისტების ყურადღებას იქცევს კაიროს ეროვნული მუზეუმი. სადაც ძველი ევიპტის ფარაონების, ბერძნულ-რომაული პერიოდის საგანძურია დაცული. 155 ათასი ექსპონატს შორის არის ფარაონ ტუტანხამონის აკლდამის საგანძური.
ალ-ტახრირის მოედნიდან გადის ორი ქუჩა — ტალააბ-ხარბი და კასრ-ან-ნიდი, რომლებიც კაიროს სავაჭრო არტერიებია, გამოირჩევა ბანკებისა და ტურისტული სააგენტოების სიმრავლით.
აღსანიშნავია, რომ კაირო წარმოადგენს ერთგვარ ნაზავს სხავადასხვა არქიტექტურისა, ეპოქების შესაბამისად. აქ არის ეკლესიები, მეჩეთები, სინაგოგები, ამის პარალელურად ქალაქი სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვეობის მოთხოვნებს, არის უმრავი საშუალება ტურისტების გასართობად — კაზინოები, ღამის კლუბები, მაღაზიები და ა. შ. ყველაზე პოპულარული არის ნილოსზე ერთგვარი მინი კრუიზები.
ნილოსის აღმოსავლეთ სანაპიროზე არის ძველი ქალაქი, რომელმაც შუა საუკუნეებიდან მცირე ცვლილება განიცადა, წარმოდგენილია ვიწრო ლაბირინთული ქუჩებით, ბაზრებით, ფარდულებითა და სახელოსნოებით, სადაც საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად იყიდება სუვენირები ტურისტებისათვის.
საინტერესოა უძველესი ციტადელი (XII ს.),ალებასტროს მეჩეთი, რომელიც კაიროს სიმბოლოდ ითვლება, ციტადელის პირდაპირ არის სულთან ჰასანის მეჩეთი (XIV ს.) რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო ქმნილებაა არაბულ არქიტექტურაში. აქვეა პაპირუსის ინსტიტუტი, სადაც დაცულია სურათების კოლექცია, თემატიკა — ეგვიპტის ისტორიაა.
ეგვიპტის ტურისტული ატრაქციებიდან მნიშვნელოვანია გიზას პირამიდები, აგებულია დაახლოებით ძვ. წ. აღ. მესამე ათასწლეულში, უკავია 5 ჰექტარი. ყველაზე დიდია ხეოფსის პირამიდა, საშუალო ხეფრენის, ხოლო პატარა მიკენის. აღსანიშნავია რომ ხეოფსის პირამიდა ერთადერთია შვიდ საოცრებას შორის, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. აქვეა სფინქსი, ლომის ტანითა და ფარაონის თავით. ტურისტებს შორის პოპულარობით სარგებლობს ეგვიპტის უძველესი ქალაქები — მემფისი და საკარა.
ალექსანდრია არის რიგით მეორე ყველაზე მსხვილი ქალაქი ქვეყანაში, მდებარეობს კაიროს ჩრდილო — დასავლეთით 225კმ-ში. ქალაქი დააარსა მაკედონელმა ჩვ. წ. აღ. 332—331. მცირე ხნით ალექსანდრია იყო ეგვიპტის დედაქალაქი და ელინისტური კულტურის ცენტრი, მდიდარია კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით.
ელ-მონტადის სასახლე, მეფეთა ყოფილი საზაფხულო რეზიდენცია, მდებარეობს შემაღლებულ ადგილზე. საიდანაც იშლება აღმოსავლეთ ალექსანდრიის ულამაზესი ხედი. სასახლის ირგვლივ პარკია.
აქ არის ბერძნულ-რომაული მუზეუმი, გაიხსნა 1897 წელს, ინახება 4 ათასამდე ექსპონატი. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მონეტების კოლექცია, რომელიც ეკუთვნის მაკედონელიდან ბიზანტიის იმპერიამდე პერიოდს. 25 მეტრიანი პომპეის კოლონა, რომელიც წითელი გრანიტისგანაა გაკეთებული, დგას სერაპიმის ტაძრის ნანგრევებში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია ეგვიპტის ისტორიაში.
კომ-ელ დეკას მიდამოებში არის რომაული ამფითეატრი, (ახლოს რომაულ მუზეუმთან) თეატრს აქვს 12 მარმარილოს ტერასა, რომლებიც ქმნის ნახევარმთვარეს და ეგვიპტეში ამ ტიპის ერთადერთი ნაგებობაა.
კომ-ელ- შუკაფას კატაკომბები აღმოჩენილი იქნა 1900 წელს ალექსანდრიის პორტთან ახლოს ის შედგება კლდეში გამოკვეთილი სამი იარუსისაგან, ბოლო იარუსი ზღვის დონის დაბლაა და თარიღდება I—II საუკუნეებით.
ალექსანდრიაში არის ჰიდრო-ბიოლოგიური ინსტიტუტი, სადაც შეიძლება სხვადასხვა ჯიშის თევზებისა და ზღვის ბინადრების ნახვა.
აქ არის 20-ზე მეტისასტუმრო, მრავალფეროვანი სატრანსპორტო საშუალება და ტურისტული სააგენტო, ნაციონალური და ტრანსნაციონალური ბანკები, უამრავი რესტორანი და ა. შ.
ჩვ. წ. აღ-მდე 2100—750 ეგვიპტის დედაქალაქი იყო ლუკსორი, რომელსაც ეწოდებოდა თებე. სწორედ აქ არის დაცული უძველესი ეგვიპტური კულტურის დიდი ნაწილი. აქ არის აკლდამები, ძველი ტაძრები. არნაკის ტაძარი რომელიც 2000 წელი შენდებოდა, აგრეთვე დედოფალ ხატშეპსუტის ტაძარი, ტუტანხამონის აკლდამა.
კაიროს სამხრეთით 890 კმ დაშორებით არის ასუანი, ის ცნობილია აგა-ხანის მავზოლეუმით. აბუ-სიმბელის ტაძრით, რომელიც აიგო 3-5 ათასი წლის წინ, ფარაონ რამზეს მეორის დროს, მისი სიგრძეა 5 კმ. სიმაღლე 111 მ. სიგანე 1 კმ. აღსანიშნავია რომ მისი მოცულობა 17-ჯერ აღემატება პირამიდის მოცულობას.
ტურისტებისათვის მიმზიდველია წითელი ზღვა, სუფთა წყლითა და თბილი კლიმატით. სანაპიროზე არის პრესტიჟული კურორტები — ხურგადა, სადაც მთელი წლის განმავლობაში ანათებს მზე და ხელსაყრელი გარემოა სერფინგის მოყვარულთათვის.
ელ-გუნა, ის 20კმ-შია ხურგადიდან, ერთი მხრიდან შენორტყმულია მთებითა და უდაბნოებით, ხოლო მეორე მხრით ლაგუნებით.
საფაგას კურორტი მიმზიდველია მათთვის, ვინც დაინტერესებულია წყალქვეშა სამყაროთი.
შარმ-ელ-შეიხი არის ყველაზე ძვირადღირებული კურორტი, მდებარეობს სინას ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. კურორტი გამოირჩევა ხელუხლებელი ბუნებით, ულამაზესი მთებით და მოელვარე ზღვით. უნდა აღინიშნოს, რომ ეგვიპტეში ყველაზე მოსახერხებელ ტრანსპორტად ითვლება საჰაერო ტრანსპორტი, ქვეყანაში არის ცნობილი აეროპოერტები შარმ-ელ-შეიხში, ხურგადაში, ლუქსორში, ასუანში, ალექსანდრიაში.
ეგვიპტეს აქვს უნარი დააკმაყოფილოს ტურისტების ყველანაირი მოთხოვნა, აღსანიშნავია რომ ეგვიპტის ტურისტული მარკეტინგი შემდეგ ქვეყნებს მოიცავს — რუსეთი, გერმანია, იტალია,დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, უკრაინა, ლიბია, საფრანგეთი, საუდის არაბეთი და ა. შ. ეს ჩამონათვალია ქვეყნებისა, რომელთანაც აქტიური სურისტული კავშირები აქვს ეგვიპტეს.
უნდა ითქვას ისიც რომ ეგვიპტე შედის 50 ყველაზე მონახულებად ქვეყანას შორის და უკავია 23-ე ადგილი. წინა წლის მონაცემებით ქვეყნის ბიუჯეტში ტურისტული ინდუსტრიისათვის გამოიყო 40 მლნ ამერიკული დოლარი, საიდანაც მოგება მიიღო 11 მლრდ ამერიკული დოლარი.
ეგვიპტეს 2008 წელს ესტუმრა 12.8 მლნ ტურისტი (ჩამოსვლა) რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 1.6-ით მეტია (2007 წელს დაფიქსირდა 11.2) ეს მეტყველებს იმაზე რომ ქვეყანაში ყოველ წელს მატულობს ტურიზმის განვითარების დონე.