ამფითეატრი
ამფითეატრი — ღია არენა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სახის კულტურული სანახაობის გასამართად.
მეტად გავრცელებული იყო ძველ საბერძნეთში, საიდანაც შემდგომში რომში გავრცელდა. დასახელება ამფითეატრონ (ἀμφιθέατρον) ძველ ბერძნულში ორი სიტყვის შეერთებით შეიქმნა: ამფი (ἀμφί), რაც ითარგმნება, როგორც ირგვლივ, ყველა მხარეს და თეატრონ (θέατρον), ადგილი სანახაობისთვის.
ძველ ბერძნული ამფითეატრები ძირითადად წრიული ან ნახევარწრიული უსახურავო ნაგებობებია თანდათანობით ამაღლებული ადგილებით, სადაც იმართებოდა სხვადასხვა სანახაობა. მიუხედავად იმისა, რომ შენობა ღიაა, მისი დიზაინი ისეა შექმნილი, რომ მშვენიერი აკუსტიკით გამოირჩევა და მსახიობთა ხმა ბოლო რიგებშიც მსვენივრად აღწევს.
ძველ ბერძნულ ამფითეატრებში დანიშნულების მიხედვით სხვადასხვა ადგილები გამოიყოფა: