ებრაული ვიკიპედია
ებრაული ვიკიპედია (ებრ. ויקיפדיה: האנציקלופדיה החופשית) — ვიკიპედიის განყოფილება ივრითზე. გაეშვა 2003 წლის ივლისში. 2012 წლის აგვისტოს მდგომარეობით შეიცავს 138 000 სტატიას. ებრაული ვიკიპედია არის ინფორმაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქსელური წყარო ივრითზე, რის გამოც მას ხშირად მოიხსენიებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. 2010 წლის 2 თებერვალს ქნესეთში გაიმართა მოხსენება, რომელიც მიეძღვნა საერთოდ ვიკიპედიას და მის მნიშვნელობას ისრაელის საზოგადოებისათვის. ებრაული ვიკიპედია გამოიყენება სასწავლო მიზნებში ისრაელის ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში. ამჟამად ებრაულ ვიკიპედიას ჰყავს 39 ადმინისტრატორი. აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი დაახლოებით 2 ათ.-მდეა.
ებრაული ვიკიპედია ויקיפדיה העברית | |
---|---|
მისამართი: | he.wikipedia.org |
კომერციული: | არა |
საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
ენა: | ებრაული |
მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
სტატიების რაოდენობა: | 365 185 |
გვერდების რაოდენობა: | 1 548 624 |
რედაქტირებების რაოდენობა: | 39 886 655 |
დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 1 183 023 |
აქტიური მომხმარებელი: | 2 930 |
ადმინისტრატორი: | 31 |
სიღრმე: | 270.5 |
ისტორია
რედაქტირება- 8 ივლისი 2003: გაიხსნა განყოფილება ივრითზე.
- 25 ოქტომბერი 2003: დაიწერა მეათასე სტატია.
- 22 ივლისი 2004: მონაწილეთა პირველი ვიკი-შეხვედრა, თელ-ავივში (ისრაელი).
- სექტემბერი 2004: 10 000 სტატია.
- მაისი 2005: ებრაულმა ვიკიპედიამ გადააბიჯა სტატიათა 20 ათასიან ზღვარს.
- ივლისი 2006: 40 000 სტატია.
- დეკემბერი 2006 ვიკიპედია შევიდა სიმბოლურ „კლუბ-50000“-ში.
- იანვარი 2010: 100 000 სტატია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება