ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დღის ნარჩენები (ინგლ. The Remains of the Day), აგრეთვე დღის მიწურულს ნობელიანტი იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერლის, კაზუო იშიგუროს 1989 წლის რომანი, რომელიც, თავდაპირველად,  გამოქვეყნდა ბრიტანეთში, გამომცემლობა Faber and Faber-ში, ხოლო იმავე წლის ოქტომბერში აშშ-ში, გამომცემლობა Alfred A.Knof-ში. მთავარი გმირი, სტივენსი, არის მსახურთუხუცესი, რომელმაც ხანგრძლივი გამოცდილება დააგროვა დარლინგტონ ჰოლში, ოქსფორდის მახლობლად. 1956 წელს ის ყოფილ კოლეგას ეწვევა და 1920-1930-იან წლებში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.[1]

„დღის ნარჩენები“

ინგლისური გამოცემის გარეკანი
ავტორი კაზუო იშიგურო
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ჟანრი ისტორიული
გამოცემის თარიღი მაისი, 1989
მთარგმნელი თამარ ჯაფარიძე
ქართულად გამოიცა 2018, გამომცემლობა პალიტრა L
oclc 59165609
წინამორბედი მოფარფატე მსოფლიოს ხელოვანი
მომდევნო The Unconsoled
ISBN 978-0-571-15310-7

რომანმა 1989 წელს მიიღო. ბუკერის პრემია მხატვრულ ლიტერატურაში. მისმა 1993 წლის ეკრანიზაციამ, რომელშიც მთავარ როლებს ენტონი ჰოპკინზი და ემა ტომპსონი ირგებენ, ოსკარის რვა ნომინაცია მოიპოვა.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

რომანი სტივენსის, ინგლისელი მსახურის პერსპექტივიდან, პირველ პირშია გადმოცემული. მან თავისი ცხოვრება მიუძღვნა ლორდ დარლინგტონის ერთგულ მსახურებას (რომელიც ნაწარმოების დასაწყისში ახალი გარდაცვლილია, ხოლო სტივენსი, მოგონებების საშუალებით, უფრო დეტალურად გვაცნობს ამ ადამიანს). ნამუშევარში ვითარდება ორი ცენტრალური თემა - ლორდ დარლინგტონის ნაცისტური შეხედულებები და თავად მთხრობელის, სტივენსის გრძნობა დარლინგტონ ჰოლის ერთ-ერთი დიასახლისის, მის კენტონისადმი.

რომანის მოქმედება იწყება 1956 წელს, როდესაც სტივენსმა მიიღო წერილი ყოფილი კოლეგისგან, დიასახლისი მისის კენტონისგან. წერილში კენტონი აღწერს საკუთარ ოჯახურ ცხოვრებას, რომელიც, ერთი შეხედვით, სტივენსისთვის უბედურ ქორწინებაზე მიანიშნებს. გარდა ამისა, დარლინგტონ ჰოლი არის მოკლე პერსონალით  და შეუძლია დიდად დაიხმაროს ისეთი გამოცდილი დიასახლისი, როგორიც მის კენტონია. სტივენსი იწყებს მის კენტონთან ვიზიტზე ფიქრს. მისი ახალი დამსაქმებელი, მდიდარი ამერიკელი, სახელად მისტერ ფარადეი, მოუწოდებს სტივენსს, ისესხოს თავისი მანქანა, რათა კარგად გამომუშავებული შვებულება მოაწყოს. სტივენსსაც მიჰყავს მისი მანქანა და ჩადის კორნუოლში, სადაც მისის კენტონი ცხოვრობს.

მოგზაურობის დროს სტივენსი ფიქრობს ლორდ დარლინგტონისადმი მის ურყევ ერთგულებაზე, რომელიც მასპინძლობდა მდიდრულ შეხვედრებს გერმანელ კომპანიონებსა და ინგლისელ არისტოკრატებს შორის, რათა გავლენა მოეხდინა საერთაშორისო საქმეებზე მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში; აგრეთვე ჩაფიქრდება იმაზე, თუ რას წარმოადგენს თავად და რას წარმოადგენდა მისი გარდაცვლილი მამა მისთვის. იგი ფიქრობს ლორდ დარლინგტონის პერსონაჟზე და რეპუტაციაზე, ისევე როგორც მის კენტონთან მისი ურთიერთობის ნამდვილ ბუნებაზე. მოვლენების განვითარებასთან ერთად, მატულობს მტკიცებულება მისის კენტონისა და სტივენსის წარსულში ურთიერთმოზიდვისა და სიყვარულის შესახებ.

თუმცა, 1930-იან წლებში, როცა სტივენსსა და მისის კენტონს ერთა მუშაობა უწევდათ, ახლომყოფობისდა მიუხედავად არ დასცალდათ გრძნობებში გამოტეხვა. მათი საუბრები, როგორც სტივენსი იხსენებს, აჩვენებს პროფესიულ მეგობრობას, რომელიც ხანდახან რომანტიკულ სიყვარულში გადაიზრდებოდა ხოლმე, მაგრამ აშკარად ეს იყო ბარიერი, რომლის გადაკვეთაც ვერც ერთმა ვერ გაბედა. განსაკუთრებით სტივენსი არასოდეს დანებდა, მაშინაც კი, როცა მისის კენტონი ცდილობდა მასთან დაახლოებას.

როდესაც ისინი საბოლოოდ შეხვდნენ ერთმანეთს, ქალბატონი ბენნი, რომელიც უკვე ოც წელზე მეტია დაქორწინებულია, აღიარებს, რომ დაინტერესებულია, დაუშვა თუ არა შეცდომა დაქორწინებისას, მაგრამ ამბობს, რომ ქმარი უყვარს და მოუთმენლად ელის მათი პირველი შვილიშვილის დაბადებას. ამის შემდეგ, სტივენსი ცოტა ხნით ჩაფიქრდება საკუთარ უაზროდ დახარჯულ შესაძლებლობებზე, როგორც მის კენტონთან, ისევე ლორდ დარლინგტონთან, რომელიც, შესაძლოა, სრულებით არ იყო მისი უსაზღვრო ერთგულების ღირსი. სტივენსი ამ გრძნობებს გამოხატავს შემთხვევით საუბარში მსგავსი ასაკისა და წარმომავლობის მეგობრულ უცნობთან, რომელსაც ის მოგზაურობის დასასრულს ხვდება.

უცნობი სტივენსს, გარკვეულწილად, თვალს აუხელს და ეუბნება, რომ წარსულზე მეტად აწმყოთი დატკბობაა სასიამოვნო, „რადგან, ბოლოს და ბოლოს, საღამო დღის საუკეთესო ნაწილია“. ნაწარმოების ბოლოს ჩანს, რომ სტივენსმა ეს სიტყვები მეტ-ნაკლებად გულთან ახლოს მიიტანა, ფოკუსირდება რა ნაწარმოების სათაურზეც და დარჩენილ ცხოვრებას მისტერ ფარადეისთან მსახურებაში ატარებს.

გამოხმაურება

რედაქტირება

„დღის ნარჩენები“ არის ომის შემდგომი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრიტანული ნაწარმოები. 1989 წელს მან ბუკერის პრემია დაიმსახურა.[2]

2019 წელს BBC News-მა ნაწარმოები 100 ყველაზე გავლენიან წიგნთა სიაში შეიყვანა.

2012 წელს, გაზეთ The Guardian-ში სალმან სალმან რუშდი ამბობდა, რომ „ესაა პერსონაჟის განადგურებული იდეებით ნასაზრდოები ცხოვრების სახე“.[3] რუშდის აზრით, სტივენსს მსგავსი თავშეკავება მისის კენტონისადმი ურთიერთობად დაუჯდა.[3]

სტენფორდის უნივერსიტეტში შედგენილი სიის თანახმად, წიგნი 146-ე ადგილს იკავებს მეოცე საუკუნის საუკეთესო ინგლისურ ფიქციებს შორის.[4]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Kakutani, Michiko (1989-09-22). „An Era Revealed in a Perfect Butler's Imperfections“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331.
  1. Graver, Lawrence (1989-10-08). „What the Butler Saw“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2021-09-25.
  2. The Booker Prize 1989 en. Booker Prizes (2021). ციტირების თარიღი: 2021-09-26
  3. 3.0 3.1 Rushdie, Salman. (2012-08-17) Salman Rushdie: rereading The Remains of the Day by Kazuo Ishiguro en. ციტირების თარიღი: 2021-09-26
  4. Brian Kunde. (24 June 2005) The Best English-Language Fiction of the Twentieth Century: A Composite List and Ranking. Stanford University. ციტირების თარიღი: 29 June 2010
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დღის_ნარჩენები“-დან