დურუჯის ლოდი
დურუჯის ლოდი — გადაადგილებული ლოდი საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე დურუჯის რიყეზე, ქალაქ ყვარლის თავში, ზღვის დონიდან 430 მ სიმაღლეზე. ღვარცოფის მიერ 1899 წელს ჩამოტანილი, გაფიქლებული ქვიშაქვის ლოდი, რომლის სიდიდეა 5,8x4,2x4 მ, რამდენადაც ცნობილია, კახეთის რეგიონის ფარგლებში არსებულ გადაადგილებულ ლოდებს შორის უდიდესია.[1] გადაადგილებულია 6–8 კმ მანძილზე. წონა დაახლოებით 224 ტონა. ღვარცოფი, რომელმაც კავკასიონიდან ჩამოიტანა ეს ლოდი, კატასტროფულ ხასიათს ატარებდა (წაილეკა ყვარელი, დაიღუპა 6 ადამიანი). ლოდის მახლობლად გადის ღვარფოფსაწინააღმდეგო ჯებირი, რომელიც 1907 წელს იქნა აგებული ილია ჭავჭავაძის თაოსნობით. მისასვლელი გზაა ყვარლის ცენტრიდან 2,5 კმ საავტომობილო გზით.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კობა ხარაძე. საქართველოს ბუნების ფენომენები, თბ., 2014
- ↑ „საქართველოს სსრ წითელი წიგნი“, გამომცემლობა «საბჭოთა საქართველო», თბ., 1982.