დუმასოკო (გვარი)
დუმასოკო (ლათ. Suillus) — ბაზიდიუმიანი სოკოების გვარი Boletaceae-ის ოჯახისა. ქუდის დიამეტრი 5-10 სმ აღწევს. ლორწოვანი, მოთეთრო, რუხი, მურა, მოყვითალო და მოყვითალო-მურა სხეული აქვთ. ჰიმენოფორი მილისებრია. ფეხები მთლიანია, წებოვანი ან ლორწოვანი რგოლებითა და მეჭეჭებით. გვარი მოიცავს დაახლოებით 50-მდე სახეობას, რომელთაგან ყველა ძვირფასი საჭმელი სოკოა. გავრცელებულია ევროპაში, ამერიკასა და ავსტრალიაში. იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეში, ზაფხულ-შემოდგომით. ყველაზე მეტად ცნობილია Suillus luteus, Suillus flavidus და Suillus variegatus.
დუმასოკო | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Suillus | |||||||||||||
|