დუდაითი, დუდაითიყაუ (ოს. Дудайтыхъæу) — ყოფილი სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში (ყოფ. ზახორის თემი).

დუდაითი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი ახალგორის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°05′20″ ჩ. გ. 44°22′50″ ა. გ. / 42.088889° ჩ. გ. 44.380556° ა. გ. / 42.088889; 44.380556
სატელეფონო კოდი +995 342
საფოსტო ინდექსი 0600<
ოფიციალური საიტი akhalgori.org.ge
დუდაითი — საქართველო
დუდაითი

მდებარეობს ლეხურის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 839 მ-ზე. ახალგორიდან დაშორებულია 60 კმ-ით, კასპიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 20 კმ-ით.

1922 წლიდან სოფელი შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ლენინგორის რაიონში. 1989 წლის უკანასკნელი საბჭოთა აღწერით სოფელში იყო 59 მცხოვრები, ძირითადად ოსები. 1990-იანი წლებიდან დუდაითი ახალგორის რაიონის დასავლეთი ნაწილის ზოგიერთ დასახლებასთან ერთად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს მიღმა დარჩა. სოფელი ამჟამად მოსახლეობისგან დაცლილია, დასახლების სტატუსი აღარ გააჩნია.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ლიტერატურა

რედაქტირება