დუგლას უგულავა

ქართველი მათემატიკოსი, მეცნიერი და პედაგოგი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დუგლას უგულავა (დ. 1941, ქუთაისი) — ქართველი მათემატიკოსი, მეცნიერი და პედაგოგი.

დუგლას უგულავა
დაბ. თარიღი 1941
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა მათემატიკოსი და პედაგოგი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

1963 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში (ამჟამად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის გმოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი), 1966-1971 წლებში — უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1998-2008 წლებში — წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 2009 წლიდან — მათემატიკური მოდელირების განყოფილების გამგე. პარალელურად 1972-2000 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 2000 წლიდან — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 2009 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი სფეროა მათემატიკური ანალიზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი — აპროქსიმაციის თეორია. მის მიერ აგებულია წრფივ მეტრიკულ სივრცეში მოქმედი წრფივი უწყვეტი ოპერატორები, რომელთა საშუალებით შესაძლებელი ხდება სასრულ განზომილებიან ქვესივრცეებში საუკეთესო რიგით მიახლოება. ზოგიერთ მნიშვნელოვან სივრცეში, ცხადი სახითაა აგებული საუკეთესო რიგით მიახლოებელი აგრეგატები. აგებული ოპერატორები შესწავლილია აგრეთვე ე.წ. გაჯერების ამოცანასთან დაკავშირებით. სამგანზომილებიან ვკლიდეს სივრცეში აპროქსიმაციის საკითხებთან დაკავშირებით შესწავლილია კომპლექსური ცვლადის ფუნქციების პოლინომებით მიახლოების კლასიკური თეორიის ანალოგის აგების შესაძლებლობის საკითხი. თანაავტორებთან ერთად მიღებულია რიგი შედეგებისა დიფერენციალური განტოლებების, თანამედროვე ალგებრის, კრიპტოგრაფიაში ელიფსური წირების გამოყენების, შებრუნებული ამოცანების მიახლოებითი ამოხსნების საკითხებთან დაკავშირებით. მიღებული აქვს საქართველოს რესპუბლიკური პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2009).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • დისკრეტული მათემატიკა: სახელმძღვანელო თანაავტორი, თბილისი, ტექნ. უნ-ტი, 2018, გვ. 248 ISBN 9789941209666
  • გამოთვლითი მათემატიკის საფუძვლები რედაქტორი // ნაწ. 2, ფუნქციათა ინტერპოლება და აპროქსიმაცია. რიცხვითი გაწარმოება. რიცხვითი ინტეგრება. თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2005, გვ. 274 ISBN 9994038095

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე, თბ., 2016, გვ. 277-278

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დუგლას_უგულავა“-დან