ტერმინს „დრო“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დრო (მრავალმნიშვნელოვანი).

დრო“ — ქართული ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული ლეგალური ბოლშევიკური გაზეთი. გამოდიოდა თბილისში გაზეთ „ჩვენი ცხოვრების“ შემდეგ 1907 წლის 11 (24) მარტიდან 15 (28) აპრილამდე იოსებ სტალინის ხელმძღვანელობით. გამოიცა 31 ნომერი. „დრო“ ფართოდ აშუქებდა პეტერბურგის, მოსკოვის, რუსეთის სხვა სამრეწველო ცენტრებისა და ამიერკავკასიის პროლეტარიატისა და გლეხობის რევოლუციურ ბრძოლებს. მან დიდი დახმარება გაუწია ამიერკავკასიის ბოლშევიკურ ორგანიზაციებს რსდმპ V ყრილობის მომზადების საქმეში. „დროში“ გამოქვეყნდა ვლადიმერ ლენინის რამდენიმე სტატია, აგრეთვე იოსებ სტალინის „ანარქიზმი თუ სოციალიზმი?“ და სხვა. სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ მიხა ცხაკაია, ფილიპე მახარაძე, მიხეილ დავითაშვილი, გიორგი თელია და სხვები. რედაქტორი-გამომცემელი — ი. წივწივაძე. დაიხურა თბილისის გუბერნატორის განკარგულებით.

ლიტერატურა

რედაქტირება