დრეგოვიჩები
დრეგოვიჩები — აღმოსავლეთ სლავთა ტომობრივი გაერთიანება სახლობდნენ მდინარე პრიპიატის აუზში და ჩრდილოეთით. საზღვრები ზუსტად დადგენილი არ არის, არც მატიანეს შემოუნახავს ცნობები დრეგოვიჩების შესახებ. ცნობილია მხოლოდ რომ ჰქონდათ თავისი სამთავრო, რომლის მთავარი ქალაქი ტუროვო პრიპიატის ნაპირას მდებარეობდა. X საუკუნეში დრეგოვიჩების მიწა კიევის რუსეთის შემადგენლობაში შევიდა და ტუროვოს სამთავროს ძირითადი ტერიტორია გახდა, ხოლო დრეგოვიჩების მიწა-წყლის ჩრდილო-დასავლეთი მხარე პოლოცკის სამთავროში მოექცა.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 634.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- Карта расселения народов Европы в IX веке დაარქივებული 2012-11-30 საიტზე Wayback Machine.