ფრაიტაგის სამკუთხედი

XIX საუკუნის გერმანელმა მწერალმა და ლიტერატურათმცოდნემ გუსტავ ფრაიტაგმა არისტოტელისეული კლასიკური დრამის კვლევის საფუძველზე შეიმუშავა და 1863 წელს გამოაქვეყნა დრამის აგების თეორია, რომელიც დრამის თეორიაში ცნობილია როგორც დრამის პირამიდალური აგების პრინციპი („der pyramidale Bau des Dramas“). ამ პრინციპს სხვაგვარად დრამის ფრაიტაგისეულ აგებულებასაც უწოდებენ.

გუსტავ ფრაიტაგის პორტრეტი შესრულებული კარლ შტაუფერ-ბერნის მიერ 1886–1887 წწ.

1863 წელს გამოცემულმა ამ წიგნმა, რომლის სათაური იყო „დრამის ტექნიკა“, მრავალათეულ გამოცემას გაუძლო, და იგი დღემდე რჩება ერთ–ერთ მნიშვნელოვან სახელმძღვანელოდ დრამის არა მარტო შემსწავლელთათვის, არამედ ლიტერატურისა და სასცენო ხელოვნების მკვლევართათვისაც.

მოკლედ არისტოტელის კლასიკური დრამის შესახებრედაქტირება

კლასიკური დრამის სტრუქტურა არისტოტელისეულ სამ ერთეულს ეყრდნობა და ითვალისწინებს შემდეგს;

) იგი მოიცავს მოქმედების, დროისა და ადგილის ერთობლიობას.

) ყოველი სცენა ნაწილია 5 აქტად (ან მოქმედებად) დაყოფილი, დროში მჭიდროდ შემოსაზღვრული და ერთ ადგილთან დაკავშირებული სცენების (გამოსვლების) ერთობლიობისა.

) 5-ვე აქტი წარმოადგენს ინტრიგაში (ან ინტრიგით) განვითარებადი ფუნქციური მოდელისა და დრამატული მსვლელობის ეტაპობრივად დასაფეხურებულ, იდეალტიპური მსვლელობის ფორმას.

) სულ მცირე სცენაც კი წარმოადგენს დრამის აგების მნიშვნელოვან ელემენტს, მჭიდროდაა დაკავშირებული მომდევნო სცენასთან და შეუძლებელია რომელიმე ამ სცენის დაკლება, ან მათი თანმიმდევრობის გადაადგილება.

დრამის აგებულება აქტების მიხედვითრედაქტირება

I აქტი: ექსპოზიციარედაქტირება

პირველი აქტი წარმოადგენს მოქმედების ექსპოზიციას. დრამატული ნაწარმოების ავტორს ექსპოზიციით მაყურებელი, ან დრამის მკითხველი მოქმედებაში შეჰყავს. აქ ვეცნობით „მიმდინარე საქმის“ ვითარებას;

  1. მოქმედების წინარეისტორიის ძირითად მომენტებს,
  2. მოსახდენი ამბავის მთავარ მოქმედ პირებს,
  3. მოქმედების კონფლიქტსა და ინტრიგას,
  4. მოქმედების ადგილსა და დროს.

ყოველივეს ერთობლიობა კი ქმნის ატმოსფეროს, რომელიც განგვაწყობს თვალი მივადევნოთ მოქმედების განვითარებას და მასთან ერთად მოქმედ პირთა ქცევას.

II აქტი: აღმავალი მოქმედება ამაღელვებელი მომენტის თანხლებითრედაქტირება

მეორე აქტის მოქმედების განსავითარებლად საჭიროა ამაღელვებელი მომენტი, უნდა შეიკრას მოსახდენი ამბავის კვანძი; შეიკვრება და გაუჩინარდება მოქმედების სხვადასხვა ხაზი, ანუ ფრაიტაგის მიხედვით „გაინასკვება მოქმედების ძაფები“;

  1. მოქმედ პირთა ინტერესები ერთმანეთს ეჯახება,
  2. წარმოიქმნება (ანუ ფრაიტაგის მიხედვით „იქსოვება“) სხვადასხვა ინტრიგები,
  3. მოსახდენი ამბავის განვითარება დაჩქარდება და გარკვეულ მიმართულებას იღებს,
  4. მოქმედების მიმდინარეობას ემატება რაღაც ინტრიგა,
  5. მოქმედების დასასრული იწყება, ანუ „ფინალური ინტრიგა“ („Finalspannung“) ჩნდება.

III აქტი: მოქმედების პიკი და პერიპეტიარედაქტირება

მესამე აქტში კონფლიქტის განვითარება თავის პიკს აღწევს. გმირი მნიშვნელოვანი არჩევანის, განსაცდელის წინაშე დგას. მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ან საქციელმა უნდა განსაზღვროს კონფლიქტის და ამასთან მთელი დრამის დასასრული;

დრამატული შემობრუნება, ან პერიპეტია არის გმირის სვლა გამარჯვებისაკენ, ან მარცხისაკენ, დაცემისაკენ, ანდა ამაღლებისაკენ.

IV აქტი: დაღმავალი მოქმედება რეტარდაციითრედაქტირება

მეოთხე აქტში მოქმედება განიცდის ერთგვარ ვარდნას = > ("Fallende Handlung", ანუ დაღმავალი მოქმედება). მიუხედავად იმისა, რომ მოქმედების განვითარება დაღმა მიემართება, ინტრიგა იმატებს, რადგან მოქმედების ამ ეტაპზე ავტორი იყენებს ხერხს, რომელსაც რეტარდირებადი მომენტი ჰქვია. რეტარდაცია კი გაჭიანურებას, დაყოვნებას ნიშნავს.

  1. გმირის გადარჩენა, როგორც ჩანს, ჯერ ვერ ხერხდება. (ტრაგედია)
  2. გმირის გამარჯვება ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. (დრამა)

V აქტი: კატასტროფარედაქტირება

მეხუთე აქტი წარმოადგენს კონფლიქტის დასასრულს, რომელიც შეიძლება კატასტროფის საშუალებით, გმირის დაცემით (ტრაგედია), ანდა პირიქით გმირისვე გამარჯვებით, ან სახეცვალებით (დრამა) იქნეს რეალიზებული.

  1. გმირის დაცემა ან აღზევება, ან
  2. გმირის სახეცვალება (გუსტავ ფრაიტაგის მიხედვით: Verklärung1. „შეცვლა“, „გარდაქმნა“; 2. „სახეცვალება“, „ფერიცვალება“)

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება