დოუ
უღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
დოუ — უღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1390 მ. აგებულია იურული კირქვებით. მდინარე დასავლეთის გუმისთის ხეობას აკავშირებს მდინარე ბზიფის ხეობის (სოფლების რეშევიესა და ბითაგას გავლით) ფსხუს ქვაბულთან.
დოუ | |
---|---|
კოორდინატები: 43°17′50″ ჩ. გ. 40°52′42″ ა. გ. / 43.29722° ჩ. გ. 40.87833° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | სოხუმის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1390 მ |
ქედი | ბზიფის ქედი |
ამგებელი ქანები | კირქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 488.