დორის დეი
დორის დეი ინგლ. Doris Day (დაბ. სახელი დორის მერი ენი კეიპელჰოფი ინგლ. Doris Mary Anne Kappelhoff; დ. 3 აპრილი, 1922 — გ. 13 მაისი, 2019) — ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და აქტივისტი.
დორის დეი | |
---|---|
დორის დეი 1957 წელს. | |
დაბადების სახელი | დორის მერი ენი კეიპელჰოფი |
დაბადების თარიღი |
3 აპრილი, 1922 ცინცინატი, ოჰაიო, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
13 მაისი, 2019 (97 წლის) კალიფორნია, აშშ |
მოქალაქეობა | მსახიობი, მომღერალი, აქტივისტი |
აქტიური | 1939-1989 |
მეუღლე(ები) |
ელ ჯორდინი (იქ. 1941–43) ჯორჯ უიდლირი (იქ. 1946–49) მარტინ მელკერი (იქ. 1951–68) ბარი კომდენი (იქ. 1976–82) |
შვილ(ებ)ი | ტერი მელქერი |
საიტი | dorisday.com |
დორისმა სამომღერლო კარიერა 1939 წელს დაიწყო, თუმცა კარიერულ წარმატებას 1945 წელს მიაღწია, როდესაც ლის ბრაუნთან ერთად ორი ჩანაწერი „Sentimental Journey“ და „My Dreams Are Getting Better All the Time“-ი გამოაქვეყნა. შემდგომ მან ბრაუნთან ერთად მუშაობა შეწყვიტა და სოლო კარიერა განაგრძო. 1947–1967 წლებში მან 650-ზე მეტი სიმღერა ჩაწერა.
დეის სამსახიობო კარიერა 1948 წელს დაიწყო, როდესაც მონაწილეობა მიიღო რომანტიკულ მიუზიკლში, „Romance on the High Seas“-ში. იგი მრავალი ჟანრის ფილმშია გადაღებული, მათ შორისაა: მიუზიკლი, კომედია, დრამა და ტრილერის ჟანრი. 1953 წელს იგი გადაიღეს მიუზიკლში, „უბედური ჯეინი“-ში. ხოლო 1956 წელს, ჯეიმზ სტიუარტთან ერთად, „ადამიანი, რომელმაც ბევრი იცოდა“-ში. 1959 წლის ფილმში „ინტიმური საუბრები“ შესრულებული როლისთვის ის წარდგენილი იყო ოსკარზე საუკეთესო მსახიობი ქალისთვის[1]. 1963 წელს, ჯეიმზ გარნერთან ერთად გადაიღეს „Move Over, Darling“-ში და „The Thrill of It All“-ში. მისი სამსახიობო კარიერის დასასრულს, 1968–1973 წლებში მონაწილეობას იღებდა „The Doris Day Show“-ში.
დეი 1960-იანებისას, ერთ-ერთი საუკეთესო ფილმების ვარსკვლავი იყო. 2011 წელს მან გამოაქვეყნა 29-ე სტუდიო ალბომი, „My Heart“-ი, რომელიც შემდგომ შედიოდა აშშ-ს საუკეთესო 10 ალბომში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Doris Day awards and nominations, Dorisday.com