დავით დონდუა

ქართველი გეოგრაფი
(გადამისამართდა გვერდიდან დონდუა, დავით)

დავით დარისპანის ძე დონდუა (დ. 15 ოქტომბერი [ძვ. სტ. 3 ოქტომბერი], 1898, ქუთაისი, — გ. 1 მაისი, 1958, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებელი (1945). ასწავლიდა ქუთაისისა და თბილისის სკოლებში.

დავით დონდუა
დაბ. თარიღი 3 (15) ოქტომბერი, 1898
დაბ. ადგილი ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1 მაისი, 1958(1958-05-01) (59 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი და პედაგოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი და საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მასწავლებელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1943 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიულ-გეოლოგიური ფაკულტეტი. დავით დონდუა სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს პედაგოგიკის სამეცნიერო-საკვლევ ინსტიტუტსა და მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, გეოგრაფიული კაბინეტის გამგედ, და ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის მასწავლებელთა გადასამზადებელ კურსებს. კითხულობდა გეოგრაფიული სწავლების მეთოდიკის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თელავისა და გორის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. აქტიურად მონაწილეობდა სრულიად საქართველოს წერა-კითხვის უცოდინარობის სალიკვიდაციო საზოგადოების მუშაობაში.

იყო საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე (1940–1954). გამოქვეყნებული აქვს გეოგრაფიის დაწყებითი კურსის პროგრამები, მეთოდური წერილები, მეცნიერული შრომები. ხელმძღვანელობდა სასწავლო გეოგრაფიული რუკების ქართულ ენაზე გამოცემას, გეოგრაფიული ნომენკლატურის ქართული ტრანსკრიფციის დადგენას.

1926 წლიდან ქართული სკოლის დაწყებით კლასებში მისი სახელმძღვანელოთი („წყარო“), ისწავლებოდა გეოგრაფია და ბუნებისმეტყველება. ავტორია საბავშვო ზღაპრების სერიისა „სურათები-ზღაპრები“ (1916–1924).

დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

თხზულებები

რედაქტირება
  • საქართველოს დედაქალაქი ტფილისი, ტფ., 1923;
  • ჩვენი მხარე ქართლი. მხარეთმცოდნეობითი ნარკვევი, ტფ., 1925;
  • სამხედრო გეოგრაფია, მისი არსი და თემატიკა, თბ., 1942;
  • როგორ ავგეგმოთ გარემო, თბ., 1943.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება