დონა შალეილა
დონა ედნა შალეილა (/ʃəˈleɪlə/; დ. 14 თებერვალი, 1941) — ამერიკელი პოლიტიკოსი და აკადემიკოსი, რომელიც მსახურობდა ჯიმ კარტერისა და ბილ კლინტონის ადმინისტრაციასა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში. 2008 წელს დაჯილდოვდა თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით.
დონა შალეილა | |
---|---|
დაბადების სახელი | დონა ედნა შალეილა |
დაბადების თარიღი |
14 თებერვალი, 1941 კლივლენდი, ოჰაიო, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, აკადემიკოსი |
1962 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი დასავლეთის ქალთა კოლეჯიდან და იმსახურა მშვიდობის კორპუსში. 1970 წელს დოქტორის ხარისხი მაქსველის მოქალაქეობისა და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლიდან მიიღო. მოგვიანებით პროფესორად ბარუხის კოლეჯში და კოლუმბიის უნივერსიტეტის მასწავლებელთა კოლეჯში მუშაობდა. კარტერის ადმინისტრაციაში მუშაობისას, იყო შეერთებული შტატების ურბანული დეპარტამენტის კვლევისა და პოლიტიკის შემუშავების ასისტენტ-მდივანი. გახდა ჰანტერ კოლეჯის მეათე პრეზიდენტი, შემდეგ კი 1988 წლიდან 1993 წლამდე იყო ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის კანცლერი.
1993 წლიდან 2001 წლამდე, პრეზიდენტ ბილ კლინტონის დროს, იყო შეერთებული შტატების ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების (HHS) მე-18 მდივანი. კლინტონის საპრეზიდენტო ადმინისტრაციის დროს რვა წლის განმავლობაში მსახურობდა HHS-ის მდივნად. ის პირველი ლიბანელ-ამერიკელია, რომელიც მინისტრთა კაბინეტში მუშაობდა. იყო მაიამის უნივერსიტეტის პრეზიდენტი 2001 წლიდან 2015 წლამდე, სადაც ასევე მასწავლებლის ფუნქციაც ჰქონდა. 2015 წლიდან 2017 წლამდე იყო კლინტონის ფონდის პრეზიდენტი.
ადრეული ცხოვრება და განათლება
რედაქტირებადონა შალეილა დაიბადა კლივლენდში, ოჰაიოში, არის მარონიტური კათოლიკური წარმოშობის ლიბანელი.[1] მამამისი უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი იყო; ხოლო დედამისი ერთ-ერთი პირველი ლიბანელ-ამერიკელია, რომელმაც დაამთავრა ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტი,[2] დედამისი მასწავლებლად მუშაობდა, პარალელურად ღამღამობით იურიდიული სკოლის გაკვეთილებს ესწრებოდა.[3] მას ჰყავს ტყუპი და, დიანა ფრიტელი.
დონა სწავლობდა დასავლეთის ტექნიკურ უმაღლეს სკოლაში, სადაც იყო სკოლის გაზეთის რედაქტორი.[4][5] მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი 1962 წელს. 1962 წლიდან 1964 წლამდე ის იყო იმ პირველ მოხალისეებს შორის, რომლებიც მსახურობდნენ მშვიდობის კორპუსში.[6] შემდეგ სამუშაოდ ირანში გაემგზავრა, სადაც სხვა მოხალისეებთან ერთად მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის ასაშენებლად.[7] 1970 წელს მან მიიღო დოქტორის ხარისხი სირაკიუსის უნივერსიტეტის მაქსველის მოქალაქეობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სკოლიდან.[8]
აკადემიური კარიერა (1970–1992 წწ.)
რედაქტირებაბარუხის კოლეჯში (ნიუ-იორკის ქალაქის უნივერსიტეტის ნაწილი) იყო პოლიტიკური მეცნიერებების პროფესორი, სადაც ასევე იყო მასწავლებელთა ამერიკის ფედერაციის კავშირის წევრი. 1972 წელს გახდა პოლიტიკისა და განათლების პროფესორი კოლუმბიის უნივერსიტეტის მასწავლებელთა კოლეჯში, ამ თანამდებობაზე იგი 1979 წლამდე იმყოფებოდა.[9] 1977 წლიდან 1980 წლამდე, კარტერის ადმინსიტრაციის დროს, იგი მუშაობდა მდივნის თანაშემწედ პოლიტიკის შემუშავებისა და კვლევის საკითხებში აშშ-ს საბინაო და ურბანული განვითარების დეპარტამენტში.[10]
1980 წლის 8 ოქტომბერს დაინიშნა ჰანტერ კოლეჯის მეათე პრეზიდენტად, ამ თანამდებობაზე 1988 წლამდე მუშაობდა.[11]
შემდეგ მსახურობდა ვისკონსინის-მედისონის უნივერსიტეტის კანცლერად (1988-1993).[12] მისი კანცლერობის დროს უნივერსიტეტში სწავლობდა 42000 სტუდენტი, დასაქმებული იყო 16500 ადამიანი და ჰქონდა წლიური ბიუჯეტი $1 მილიარდის ოდენობით. ის იყო პირველი ქალი, რომელიც ხელმძღვანელობდა დიდი ათეულის კონფერენციის სკოლას და მხოლოდ მეორე ქალი ქვეყანაში, რომელიც ხელმძღვანელობდა მთავარ კვლევით უნივერსიტეტს.[13]
აშშ-ს ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების მდივანი (1993–2001 წწ.)
რედაქტირებაბავშვთა დაცვის ფონდის თავმჯდომარედ მუშაობიდან ერთი წლის შემდეგ (1992–1993), შალეილა 1992 წელს დასახელდა არჩეული პრეზიდენტის, ბილ კლინტონის მიერ შეერთებული შტატების ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების მდივნის თანამდებობაზე. The Washington Post-მა მას უწოდა „კლინტონის კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო კანდიდატი“. მისი კანდიდატურა 1993 წლის იანვარში წარსდგა სენატის საფინანსო კომიტეტის წინაშე, სენატმა მისი კანდიდატურა დაადასტურა 1993 წლის 22 იანვარს. შალეილას მმართველობის დასაწყისში ჯანდაცვისა და ადამიანური მომსახურების დეპარტამენტში დასაქმებული იყო 125000 ადამიანი და დეპარტამენტის ბიუჯეტი 539 მილიარდი დოლარი იყო.
კლინტონის ადმინისტრაციის დროს რვა წლის განმავლობაში მსახურობდა ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების მდივნად.
2001 წელს შეუერთდა „UnitedHealth“-ისა და „Lennar“-ის საბჭოებს, სადაც მომდევნო ათწლეულის განმავლობაში მან მილიონობით დოლარი გამოიმუშავა. შალეილას 2010 წელს თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი გადაუხადეს სამი კომპანიის საბჭოში მუშაობისთვის.
ჯილდოები
რედაქტირებაშალეილა შეიყვანეს Omicron Delta Kappa-ში, ეროვნული ლიდერების საპატიო საზოგადოებაში, 2002 წელს მაიამის უნივერსიტეტში. 2008 წლის 19 ივნისს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დაჯილდოვდა თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით.[14][15] 2010 წელს მან მიიღო ნელსონ მანდელას ჯილდო. 2011 წელს შეიყვანეს ქალთა ეროვნულ დიდების დარბაზში სენეკა ფოლსში, ნიუ-იორკში, ხოლო 2014 წელს ჰარი ს ტრუმენის ბიბლიოთეკისა და მუზეუმის მიერ დაჯილდოვდა ჰარი ტრუმენის ლიდერობის მემკვიდრეობის ჯილდოთი.[16] 2019 წელს შალეილა გამოცხადდა მთავრობის დიდების დარბაზის საინაუგურაციო კლასის ერთ-ერთ წევრად.[17]
მინიჭებული აქვს 50-ზე მეტი საპატიო წოდება.[18]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- President დონა შალეილას ბიოგრაფია, მიამის უნივერსიტეტი.
- მიამის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, დონა შალეილა, 22 ოქტომბერი, 2005.
- დონა შალეილა დაარქივებული 2015-09-11 საიტზე Wayback Machine. Makers: Women Who Make America
- დონა შალეილას კოლექცია, 1980–1988, ჰანტერ კოლეჯის კოლექცია და არქივი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Frank Northen Magill (1995). Great lives from history: American women series Volume 5. Salem Press.
- ↑ Cohen, Howard (December 2, 2014). „Lawyer Edna Shalala, mother of University of Miami president, dies at 103“. Miami Herald. ციტირების თარიღი: 2018-10-07.
- ↑ Lucas, Mike. (July 16, 2018) 2018 UW Athletic Hall of Fame: Donna Shalala. University of Wisconsin. ციტირების თარიღი: August 19, 2018
- ↑ Mergers in Higher Education. ციტირების თარიღი: August 3, 2018
- ↑ „At Helm of Nation's Health Donna Shalala Thrives“. Harvard Crimson. ციტირების თარიღი: June 17, 2016.
- ↑ Vobejda, Barbara (April 15, 1993). „On a Health Kick“. The Washington Post. ციტირების თარიღი: August 19, 2018.
- ↑ PeaceCorpsOnline web site. Peace Corps. ციტირების თარიღი: September 23, 2011
- ↑ „Donna E. Shalala - Health and Human Services Secretary“. Washington Post. ციტირების თარიღი: October 6, 2021.
- ↑ Silhouettes of TC Today cover. Teachers College – Columbia University. ციტირების თარიღი: May 11, 2016
- ↑ Clinton Foundation President Donna Shalala to Address Graduates at Drexel's Commencement. DrexelNow. ციტირების თარიღი: May 11, 2016
- ↑ Secretary Donna Shalala Speaks at the CATS Roundtable Radio Show. John Catsimatidis Official Site (February 24, 2016). ციტირების თარიღი: May 11, 2016
- ↑ Past presidents and chancellors. Office of the Chancellor, University of Wisconsin. ციტირების თარიღი: May 11, 2016
- ↑ Donna Shalala. ციტირების თარიღი: September 30, 2015
- ↑ Gibson, William. Bush awards Donna Shalala Medal of Freedom.
- ↑ U.S. Senate: Presidential Medal of Freedom Recipients.
- ↑ President Shalala Honored with Truman Award დაარქივებული February 9, 2015, საიტზე Wayback Machine. University of Miami
- ↑ Rep. Shalala Named to Inaugural Class of Government Hall of Fame | U.S. Congresswoman Donna Shalala. Shalala.house.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-23. ციტირების თარიღი: 2022-02-20.
- ↑ Donna E. Shalala | Office of the President | University of Miami en. ციტირების თარიღი: 2020-10-16