დონა დუგლასი
დონა დუგლასი (ინგლ. Yvonne Joyce Craig დ. 16 მაისი, 1937, ტეილორვილი, ილინოისი, აშშ – გ. 17 აგვისტო, 2015, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, ცნობილი ელი მეი კლემპეტის როლით ამერიკულ სიტუაციურ კომედიაში The Beverly Hillbillies (1962–1971). სამსახიობო კარიერის დასრულების შემდეგ დუგლასი გახდა უძრავი ქონების აგენტი, ინსპირაციული სპიკერი და წიგნების ავტორი ბავშვებისა და მოზრდილებისთვის.
დონა დუგლასი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
26 სექტემბერი, 1932 პრაიდი, ლუიზიანა, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
1 იანვარი, 2015 (82 წლის) ლუიზიანა, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1956 - 2008 |
ადრეული წლები
რედაქტირებადონა დუგლასი დაიბადა 1932 წლის 26 სექტემბერს. ის იყო ემეტ რატკლიფ სმიტ უფროსის და მისი მეუღლის, ელმას ერთადერთი ქალიშვილი. დუგლასი სწავლობდა სენტ-ჟერარდის კათოლიკურ საშუალო სკოლაში, სადაც თამაშობდა სოფტბოლსა და კალათბურთს.[1] დუგლასი გახდა მის ბეტონ რუჟი და მის ნიუ ორლეანი 1957 წელს.[2]
კარიერა
რედაქტირებაშოუბიზნესში კარიერის გასაგრძელებლად დუგლასი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა და დაიწყო კბილის პასტის რეკლამირება საილუსტრაციო მოდელის სახით.[3]
დუგლასი გამოჩნდა 1958 წლის ფილ სილვერსის შოუს ეპიზოდში "Bilko and the Crosbys". ჰალ ბ. უოლისმა სალივანის ეპიზოდის ნახვის შემდეგ შესთავაზა დუგლასს მარჯორი ბურკის როლი ფილმში კარიერა (1959), რომელშიც მთავარ როლებს ენტონი ფრანსიოზა, დინ მარტინი და შირლი მაკლეინი ასრულებდნენ. ამას მოჰყვა მცირე როლი მუსიკალურ კომედიაში Li'l Abner (1959) და მდივნის როლი კომედიაში/რომანტიკაში Lover Come Back (1961), სადაც მთავარ როლებს როკ ჰადსონი და დორის დეი თამაშობდნენ.[4]
1950-იანი წლების ბოლოს და 1960-იანი წლების დასაწყისში მან მრავალი სატელევიზიო როლი მიიღო, მათ შორის The Twilight Zone-ის ეპიზოდში "Eye of the Beholder" (1960). მან ითამაშა ბარბარა სიმონსი 1961 წელს CBS-ის დეტექტიური სერიალის Checkmate ოთხ ეპიზოდში. მისი სხვა ნამუშევრებია: U.S. Marshal, Tightrope, The Adventures of Ozzie and Harriet, Bachelor Father, Adam-12, და Route 66.
მიუხედავად იმისა, რომ დუგლასი 1960-იან წლებში აქტიური მსახიობო კარიერით იყო დაკავებული, ის ჯერ კიდევ შედარებით უცნობად მიიჩნეოდა, როდესაც 500 ახალგაზრდა მსახიობს შორის შეარჩიეს The Beverly Hillbillies-ზე სამუშაოდ.
1973 წელს Hillbillies-ის თანავარსკვლავის ირინე რაიანის, ხოლო 1980 წელს რეიმონდ ბეილის გარდაცვალებასთან ერთად მაქს ბაერ უმცროსმა უარი თქვა მონაწილეობაზე, რის შემდეგაც დუგლასი შეუერთდა ნენსი კულპს და ბადი ებსენს Return of the Beverly Hillbillies-თვის 1981 წელს. დუგლასი იყო მოწვეული ვარსკვლავი უამრავ სხვა სატელევიზიო გადაცემაში.
1992 წელს დუგლასი და ბაერი დაესწრნენ ებსენის 84 წლის დაბადების დღეს ბევერლი ჰილზში, კალიფორნია. 1993 წელს, დუგლასი, ებსენი და ბაერი კვლავ გაერთიანდნენ ჯერი სპრინგერის შოუში და ბოლოს CBS-TV-ის სატელევიზიო სპეციალურ გამოშვებაში, The Legend of The Beverly Hillbillies.[5]
დუგლასმა მიიღო უძრავი ქონების ლიცენზია მას შემდეგ, რაც Beverly Hillbillies-მა დაასრულა არსებობა. ამის შემდეგ მას ამ სფეროში დიდხანს არ უმუშავია, თუმცა შოუბიზნესში დარჩა და სხვა პროექტებზეც დაიწყო მუშაობა.
დუგლასი ხშირად გამოდიოდა, როგორც საეკლესიო მომღერალი და იყო სპიკერი საეკლესიო ჯგუფებში, ახალგაზრდულ ჯგუფებში, სკოლებსა და კოლეჯებში შეერთებული შტატების მასშტაბით. მისი საქველმოქმედო საქმიანობის ერთ-ერთი ფოკუსი იყო საუბარი სხვადასხვა ქრისტიან ბავშვთა სახლების მხარდასაჭერად, ძირითადად ამერიკის სამხრეთში.
დუგლასმა დაწერა და გამოსცა რელიგიაზე დაფუძნებული საბავშვო წიგნი სახელწოდებით Donna's Critters and Kids: Children's Stories with a Bible Touch. 2011 წლის ნოემბერში მან გამოუშვა ახალი საბავშვო წიგნი სახელწოდებით Miss Donna's Mulberry Acres Farm. 2013 წელს დუგლასმა გამოაქვეყნა კულინარიული წიგნი სამხრეთის ფავორიტები ჰოლივუდის გემოთი,[6] რომელიც აერთიანებს სამხრეთ სამზარეულოს რეცეპტებს მოპოვებული შოუბიზნესის მეგობრებისა და კოლეგებისგან, როგორებიც არიან ებსენი, ფილის დილერი, ვალერი ჰარპერი და დები რეინოლდსი. წიგნს ასევე აქვს განყოფილება კარგი მანერების შესახებ, სახელწოდებით "ჰოლივუდის სოციალური მადლი".[7]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებადუგლასი 1951 წელს ცოლად გაყვა მის პირველ ქმარს, როლანდ ბურჟუა უმცროსს, მასთან შეეძინა ერთადერთი შვილი, დენი ბურჟუა 1954 წელს. წყვილი იმავე წელს განქორწინდა.[8]
მეორედ დუგლასი 1971 წელს დაქორწინდა რობერტ ლიდზე, The Beverly Hillbillies-ის დირექტორზე; ისინი განქორწინდნენ 1980 წელს.
ცხოვრების ბოლო წლებში, გარდა მისი ხშირი მოგზაურობისა, დუგლასი დაკავებული იყო მებაღეობით, ატარებდა დროს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად, ასევე პასუხობდა მისი ფანების წერილებს.
დუგლასი გარდაიცვალა Baton Rouge General Hospital-ში, 82 წლის ასაკში, 2015 წლის 1 იანვარს, პანკრეასის კიბოსგან. დაკრძალულია აღმოსავლეთ ფელიციანას სამრევლოში, ლუიზიანას ბლეფ კრიკის სასაფლაოზე.[9]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დონა დუგლასი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- დონა დუგლასი — AllMovie
- დონა დუგლასი — Find a Grave-ზე
- Interview (March 2014) დაარქივებული January 3, 2015, საიტზე Wayback Machine. , amestrib.com; retrieved January 4, 2015.
- Donna Douglas profile დაარქივებული 2023-03-12 საიტზე Wayback Machine. , Aveleyman.com; retrieved August 13, 2015.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Britt, Donna (March 23, 2009), Actress Donna Douglas grants rare interview, WorldNow and WAFB 9 News, http://www.wafb.com/story/10052872/actress-donna-douglas-grants-rare-interview?redirected=true. წაკითხვის თარიღი: January 2, 2012
- ↑ Brennan, Sandra. Donna Douglas. AllMovie. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 2, 2011. ციტირების თარიღი: January 2, 2012
- ↑ Pink, Douglas (June 12, 1994). „A FEW MOMENTS WITH... Donna Douglas Elly May Still Loves Her Critters“. Orlando Sentinel. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 19, 2015. ციტირების თარიღი: January 2, 2012.
- ↑ Moore, Frazier. (January 2, 2015) Donna Douglas, 'Beverly Hillbillies' Star, Is Dead. ABC News. ციტირების თარიღი: January 2, 2015
- ↑ The Beverly Hillbillies last episode (27 September 2009). ციტირების თარიღი: 22 October 2017
- ↑ Southern Favorites with a Taste of Hollywood. Tate Publishing and Enterprising, LLC. ციტირების თარიღი: January 3, 2015
- ↑ Thomas, Nick (October 1, 2013). „Elly May offers up some vittles with her stories“. Senior Voice. 36 (10). ციტირების თარიღი: January 2, 2015.
- ↑ Coffee, Jack, Eleventh Generation, Ancestors of Marguerite Lucy Bourgeois Laurent (1910–2002), The Coffey cousins, http://www.thecoffeycousins.org/Bourgeois/Jacques%20Bourgeois%20and%20Jeanne%20Trahan/b9344.htm#P9344. წაკითხვის თარიღი: January 2, 2012
- ↑ Donna Douglas en (2021-01-11). ციტირების თარიღი: 2022-09-14