დოლომისისწვერი
მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში
დოლომისისწვერი — მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა შენაკადების — ჭანჭახისა და ღარულის აუზების წყალგამყოფ კედელას ქედზე, მდინარე რიონის მარცხენა შენაკადის — გომრულის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3260 მ.
დოლომისისწვერი | |
---|---|
დოლომისისწვერის მწვერვალზე | |
კოორდინატები: 42°39′37″ ჩ. გ. 43°38′02″ ა. გ. / 42.66028° ჩ. გ. 43.63389° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3260 მ |
ქედი | კედელას ქედი |
ამგებელი ქანები | ქვიშაქვა და ფიქალი |
ასაკი | ზედაიურა |
აგებულია ზედაიურული და ქვედაცარცული ფლიშური წყებებით, ჭარბობს ქვიშაქვები და ფიქლები. კალთები შემოსილია ალპური მდელოებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 477.