დოი-ლუანგის ეროვნული პარკი

დოი-ლუანგის ეროვნული პარკი (ტაი. อุทยานแห่งชาติดอยหลวง) — ტაილანდის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკი. პარკი მოიცავს ჩიანგრაის პროვინციის მაესუაის, პჰანნისა და ვიანგ პა პაოს რაიონებს, ლამპანგის პროვინციის ვანგ ნუეასა და ნგაოს რაიონებს და ფაიაუს პროვინციის მაეჩაისა და მეანგ ფაიაოს რაიონებს.

დოი-ლუანგის ეროვნული პარკი

อุทยานแห่งชาติดอยหลวง

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ჩიანგრაის, ლამპანგისა და ფაიაუს პროვინციები
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
კოორდინატები 19°12′N 99°43′E / 19.20° ჩ. გ. 99.71° ა. გ. / 19.20; 99.71
ფართობი 1170 კმ²
დაარსდა 16 აპრილი, 1990

დოი-ლუანგის ეროვნული პარკი მდებარეობს ფი პან ნამის ქედის უკდურეს ჩრდილო-დასავლეთ მთიანეთში. პარკი 1990 წელს ოთხი არსებული პარკის გაერთიანებით დაარსდა.[1]

1426 მეტრის სიმაღლის დოი ლუანგი მაეჩაის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. იგივვე სახელწოდების მთა (სიმაღლე 1694 მეტრი) მდებარეობს ფი პან ნამის ქედზე, 30 კმ-ით სამხრეთით. პერკის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: ვანგი და ლაო. პარკში მდებარეობს კლდოვანი წარმონაქმნები და თვალწარმტაცი ჩანჩქერები, როგორებიცაა ნამტოკ პუ კაენგი, მანტოკ ჩამ პა თონგი და ნამტოკ ვანგ კაევი.[2]

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

პარკის ტერიტორიაზე ხარობს: Mesua ferrea, Hopea odorata, Toona ciliata, Lagerstroemia tomentosa და Irvingia malayana; ბინადრობს: ჰიმალაიური დათვი, მალაიური დათვი, მუნჯაკი და ინდოჩინური ლეოპარდი,

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება