ინტერკალაცია (ქიმია)
ინტერკალაცია — მოლეკულის ან ჯგუფის შექცევათი ჩართვა სხვა მოლეკულებსა და ჯგუფებს შორის.
დნმ-ის ინტერკალაცია
რედაქტირებადნმ-ში მუტაგენების მრავალი მოლეკულა ისმება (ინტერკალირდება) ფუძეების ორ მეზობელ წყვილებს შორის. ამ კავშირების უმეტესობას, მაგალითად ეთიდიუმს, დაუნორუბიცინს, დოქსორუბიცინსა და თალიდომიდს აქვთ არომატული სტრუქტურა. საიმისოდ, რომ ინტერკალირებადმა კავშირმა მოახერხოს ფუძეებს შორის მოთავსება, ისინი უნდა დაშორდნენ ერთმანეთს და ამგვარად დაშალონ და დაარღვიონ ორმაგი სპირალის სტრუქტურა. დნმ-ის სტრუქტურაში ეს ცვლილებები ხელს უშლიან ტრანსკრიფციასა და რეპლიკაციას, იწვევენ მუტაციებს. ამიტომ ინტერკალირებადი კავშირები ხშირად წარმოადგენენ კანცეროგენებს, რომელთაგან უფრო მეტად ცნობილია — ბენზოპირენი, აკრიდინები, აფლატოქსინი და ეთიდიუმის ბრომიდი[1][2][3]. ამ ნეგატიური თვისებების (ტრანსკრიპციისა და დნმ-ის რეპლიკაციისთვის ხელის შეშლის) მიუხედავად, ინტერკალირებადი კავშირები ქიმიოთერაპიაში გამოიყენება კიბოს სწრაფად ზრდადი უჯრედების დასათრგუნად[4].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ferguson L, Denny W (1991). „The genetic toxicology of acridines“. Mutat Res. 258 (2): 123–60. PMID 1881402.
- ↑ Jeffrey A (1985). „DNA modification by chemical carcinogens“. Pharmacol Ther. 28 (2): 237–72. PMID 3936066.
- ↑ Stephens T, Bunde C, Fillmore B (2000). „Mechanism of action in thalidomide teratogenesis“. Biochem Pharmacol. 59 (12): 1489–99. PMID 10799645.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
- ↑ Braña M, Cacho M, Gradillas A, de Pascual-Teresa B, Ramos A (2001). „Intercalators as anticancer drugs“. Curr Pharm Des. 7 (17): 1745–80. PMID 11562309.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)