ეთიდიუმის ბრომიდი (3,8-დიამინო-5-ეთილ-6-ფენილფენანტრიდიუმ ბრომიდი, EtBr, Ethidium bromide)მაინტერკალირებელი აგენტი, რომელიც მოლეკულურ ბიოლოგიაში ფართოდ გამოიყენება ნუკლეინის მჟავების აღმოსაჩენად. ულტრაიისფერი გამოსხივებით დასხივებისას ეთიდიუმის ბრომიდი ფლურესცირდება ნარინჯისფრად. დნმ-თან დაკავშირებისას ფლურესცენციის ინტენსიურობა იზრდება დაახლოებით 20-ჯერ.

ეთიდიუმის ბრომიდი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება