დნიპროპეტროვსკის ოლქი
ოლქი უკრაინაში
(გადამისამართდა გვერდიდან დნეპროპეტროვსკის (ოლქი))
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
დნიპროპეტროვსკის ოლქი (უკრ. Дніпропетровська область) — ოლქი ცენტრალურ უკრაინაში, ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი სამრეწველო რეგიონი. ოლქის დედაქალაქია დნიპრო. ოლქის მნიშვნელოვანი ქალაქებია: დნიპრო, კრივი-რიჰი, კამიანსკე და ნიკოპოლი.
- დედაქალაქი — 1 (დნეპრი)
- რაიონები — 22;
- დასახლებები — 1504;
- სოფლები — 1438;
- ქალაქები — 66;
- სასოფლო საბჭო — 288.
დემოგრაფია
რედაქტირება2004 წლის აღწერით ოლქის მოსახლეობა შეადგენს 3,493,062 მოსახლეს, რომელიც მთელი უკრაინის მოსახლეობის 5.3%-ია.
2001 წლის აღწერით, დნიპროპეტროვსკის ოლქში შემდეგი ეთნიკური ჯგუფის ხალხი ცხოვრობს:
- უკრაინელები - 79.3%,
- რუსები - 17.6%,
- ბელარუსები - 0.8%,
- ებრაელები - 0.4%,
- სომხები - 0.3%,
- აზერბაიჯანელები - 0.2%,
- მოლდოველები - 0.12%,
- ბოშები - 0.11%,
- თათრები - 0.11%,
- გერმანელები - 0.11%,
- სხვები - 0.95%;
მშობლიური ენები:
- უკრაინული ენა – 67%,
- რუსული ენა – 32%,
- სხვა ენები – 1%.