დნეპრის მეტროპოლიტენი
დნეპრის მეტროპოლიტენი უკრ. Дніпровський метрополітен | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | უკრაინა |
ქალაქი | დნეპრი |
გახსნის თარიღი | 1995 წ. |
ხაზის სიგრძე | 7.1 კმ.[1] |
სადგურთა რაოდენობა | 6[2] |
ხაზთა რაოდენობა | 1[3] |
მგზავრები დღეში | 20,575 (2013 წ.) |
მგზავრები წელიწადში | 7.51 მლნ. (2013 წ.) |
ხაზების სქემა | |
დნეპრის მეტროპოლიტენი (უკრ. Дніпровський метрополітен) — უკრაინის ქალაქ დნეპრის საქალაქო ტრანსპორტის უმთავრესი სახეობა. დნეპრი მოსახლეობის სიმრავლით უკრაინის მესამე ქალაქია და მისი მეტროპოლიტენიც უკრაინის მეტროებს შორის, კიევისა და ხარკოვის მეტროპოლიტენების შემდეგ მესამე ჩქაროსნული გადამყვანია. 2013 წლის მონაცემებით, დნეპრის მეტროპოლიტენს ყოველდღიურად 20,575 მგზავრი გადაჰყავს. ამავე წლის მონაცემებით მთლიანი წლის განმავლობაში 7.51 მილიონმა ადამიანმა იმგზავრა. მეტრო შედგება ერთი ხაზისა და 6 სადგურისაგან, რომელთა საერთო სიგრძე 7.1 კილომეტრია. გაიხსნა 1995 წლის 29 დეკემბერს.
# | სახელწოდება | გაიხსნა | სადგურები | სიგრძე |
---|---|---|---|---|
1 | ცენტრალური–ზავოდსკაიას ხაზი | 1995 | 6 | 7,1 კმ |
სულ: | 6 | 7,1 კმ |