დიურინევ ქადინ ეფენდი
დიურინევ ქადინ ეფენდი (თურქ. Dürrinev Kadın Efendi; დ. 15 მარტი, 1835 — გ. 4 დეკემბერი, 1895[1]) — ოსმალეთის სულთნის, აბდულაზიზის პირველი[2] ცოლი და მისი ორი შვილის დედა.
დიურინევ ქადინ ეფენდი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Dürrinev Kadın Efendi |
დაბადების სახელი | მელექ ძიაფშ-იფა |
დაბადების თარიღი |
15 მარტი 1835 ბათუმი, საქართველო |
გარდაცვალების თარიღი |
4 დეკემბერი 1895 სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
რელიგია | ისლამი |
მეუღლე(ები) | აბდულაზიზი |
შვილ(ებ)ი |
შეჰზადე იუსუფ იზეთინ ეფენდი სალიჰა სულთანი |
მშობლები |
მამა: მაჰმუდ ძიაფშ-იფა დედა: ჰალიმე ჩხოტუა |
ბიოგრაფია
რედაქტირებადიურინევ ქადინ ეფენდი დაიბადა აფხაზი თავადის, მაჰმუდ ძიაფშ-იფას და მისი ცოლის, ჰალიმე ჩხოტუას ოჯახში. მისი დაბადების სახელი იყო მელექი (ანგელოზი)[3]. დედის მხრიდან ის იყო მეჰმედ V-ის მესამე ცოლის, ნაზფერვერ ქადინ ეფენდი დეიდა.
სამი წლის ასაკში მის უმცროს და აიშე ქემალიფერ ჰანიმთან ერთად მიიყვანეს სასახლეში. აბდულმეჯიდ I-ის ერთ-ერთმა ცოლმა, სერვეთსეზა ქადინ ეფენდიმ გოგონების აღზრდა-განათლება თავის თავზე აიღო. დიურინევ კარგად ხატავდა და საუბრობდა ფრანგულად. მან დახატა თავის გამზრდელის და ბეზმიალემ სულთნის პორტრეტები, რომლებიც მათვე აჩუქა. დოლმაბაჰჩეს სასახლეში შეჰზადე აბდულაზიზის სტუმბრობისას შეჰზადემ დიურინევი შეამჩნია და სერვეთსეზა ქადინ ეფენდის მისი ხელი სთხოვა. თავდაპირველად სერვეთსეზა უარზე იყო, მაგრამ მოგვიანებით თვითონვე შეუთანხმდა ქორწინებაზე.
ისინი დაქორწინდნენ 1856 წლის 20 მაისს დოლმაბაჰჩეს სასახლეში[4]. ქორწინებიდან ერთ წელიწადში მათ შეეძინათ ვაჟი შეჰზადე იუსუფ იზეთინი, ხოლო 1862 წელს დაიბადა სალიჰა სულთანი[5]. 1876 წელს აბდულაზიზის ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ, დიურინევ ქადინ ეფენდი შვილებთან ერთად ფერიეს სასახლეში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც მურად V-ის მოკლე მმართველობა დასრულდა, დიურინევ ქადინ ეფენდიმ და მისი ოჯახმა თავისუფლება მოიპოვა, მაგრამ დიურინევმა უკანასკნელი წლები ფერის სასახლეში გაატარა. დაკრძალულია მეჰმედ II-ის აკლდამასთან[6].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Turkey: The Imperial House of Osman. web.archive.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მაისი 2006. ციტირების თარიღი: 18 February 2014.
- ↑ Consorts Of Ottoman Sultans (in Turkish). Ottoman Web Page. ციტირების თარიღი: 2010-12-17.
- ↑ Günay Günaydın (2006). Haremin son gülleri. Mevsimsiz Yayınları. ISBN 978-9-944-98703-5.
- ↑ (2004) Bir Çerkes prensesinin harem hatıraları. L & M. ISBN 978-9-756-49131-7.
- ↑ Genealogy of the Ottoman Royal Family. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-02. ციტირების თარიღი: 2014-09-01.
- ↑ Christopher Buyers. The Royal Ark – Royal and Ruling Houses of Africa, Asia, Oceania and the Americas. 4dw.net.