დიურვილის ზღვა
ზღვა
დიურვილის ზღვა — განაპირა ზღვა სამხრეთის ოკეანეში, ანტარქტიდის ნაპირებთან. ეკვრის ადელის მიწას. ზღვის სამხრეთი ნაწილი იმყოფება კონტინენტური მეჩეჩის ფარგლებში, სადაც 500 მ-ზე ნაკლები სიღრმეებია, ხოლო ჩრდილიოეთ ნაწილში სიღრმე 3610 მ აღწევს. წლის დიდ დროს დაფარულია მოდრეიფე ყინულებით, ბევრია აისბერგი. მარილიანობა 33,7-33,8 ‰. აღმოაჩინა ავსტრალიურმა ანტარქტიკულმა ექსპედიციამ დაგლას მოუსონის ხელმძღვანელობით 1914 წელს. სახელი ეწოდა ფრანგი ზღვაოსანის ჟიულ დიუმონ-დიურვილის პატივსაცემად.
დიურვილის ზღვა | |
---|---|
დიურვილის ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე | |
ზოგადი ინფორმაცია | |
ოკეანის აუზი | სამხრეთის ოკეანე |
ტიპი | განაპირა ზღვა |
საშუალო სიღრმე | 500 მ |
უდიდესი სიღრმე | 3610 მ |
მარილიანობა | 33,7-33,8 ‰ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დიურვილის ზღვა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)