დიტერ ბოდენი

გერმანელი დიპლომატი

დიტერ ბოდენი (გერმ. Dieter Boden; დ. 1940) — გერმანელი დიპლომატი. 1995-1996 წლებში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი საქართველოში. 1999 წლის 18 ოქტომბრიდან 2002 წლის 23 მაისამდე გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი და გაეროს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში. დიტერ ბოდენი მუშაობდა საქართველოში არსებული კონფლიქტების თაობაზე და წარმოადგენდა შუამავალ მხარეს სამშვიდობო პროცესებში. დიტერ ბოდენის სახელს უკავშირდება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების რვაპუნქტიანი გეგმა „თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის ძირითადი პრიციპები“, რომელიც საზოგადოებისთვის უფრო მეტად „ბოდენის გეგმის“ ან „ბოდენის დოკუმენტის“ სახელწოდებით არის ცნობილი.

კარიერა რედაქტირება

დიტერ ბოდენმა დიპლომატიური სამსახური დაიწყო 1986 წელს. იგი მუშაობდა სხვადასხვა დიპლომატიურ მისიებში, შედეგად მას რუსეთში, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებსა და კავკასიის რეგიონში მრავალწლიანი საქმიანობის გამოცდილება დაუგროვდა. იგი მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში დიპლომატიური სამსახურების ჩამოყალიბების პროცესში. ამასთანავე, დიტერ ბოდენი იყო გერმანიის კონსული სანქტ-პეტერბურგში და პოლიტიკური მრჩეველი ბუნდესტაგში.

1989-1992 წლებში დიტერ ბოდენი იყო გერმანიის დელეგაციის ხელმძღანელის მოადგილე ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შემცირების თაობაზე ვენაში გამართულ მოლაპარაკებებზე. 1995 წელს ბოდენი გახდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში. 1999 წლის 18 ოქტომბრიდან 2002 წლის 23 მაისამდე ბოდენი იკავებდა საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომდგენელისა და ამავე დროს გაეროს სადამკვირვებლო მიისის ხელმძღვანელის თანამდებობას. 2002-2005 წლებში კი ხელმძღვანელობდა ეუთოში გერმანიის დელეგაციას.

დიტერ ბოდენი ასევე სათავეში ედგა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას 2008 წლის 5 იანვარს საქართველოში ჩატარებულ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე. 2009-2010 წლებში იგი იყო ყაზახეთის მთავრობის სპეციალური მრჩეველი ასტანაში.

დღესდღეობით დიტერ ბოდენი პოტსდამის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორია საერთაშორისო ურთიერთობების დარგში და აქტიურად აქვეყნებს თავის ნაშრომებს საერთაშორისო ურთიერთობების თაობაზე.

დიტერ ბოდენი და საქართველო რედაქტირება

ეუთოს სადამკვირვებლო მისია საქართველოში რედაქტირება

ევროპის უშიშროებისა და თანამშროლობის ორგანიზაციის მისია საქართველოში 1992 წელს დაფუძნდა. მისიის შტაბ-ბინა მდებარეობდა თბილისში. 1995-1996 წლებში საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობას დიტერ ბოდენი იკავებდა.

ეუთოს სადამკვივრვებლო მისიის მთავარ მიზანს საქართველოში კონფლიქტის მხარეებს შორის მოლაპარაკებების ხელშეწყობა წარმოადგენდა, რომელსაც საბოლოო ჯამში მშვიდობიანი გზით კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტა უნდა მოეტანა. ეუთოს მისია ასევე მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებების პატივისცემის, თავისუფალი მედიის მონიტორინგსა და ხელშეწყობას. გარდა ამისა, მისია კონფლიქტში ჩართული მხარეების თანხმობის საფუძველზე ახდენდა გაერთიანებული სამშვიდობო ძალების მეთვალყურეობას, რომელიც 1992 წლის 24 ივნისს სოჭის ხელშეკრულების (იგივე დაგომისის შეთანხმება) საფუძველზე იყო შექმნილი. კერძოდ, ყურადღება ექცეოდა გაერთიანებული სამშვიდობო ძალების ქმედებები შეესაბამებოდა თუ არა დადგენილ პრინციპებს. საქართველოში ეუთოს მისიის მანდატი ამოიწურა 2008 წლის 31 დეკემბერს.

გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში რედაქტირება

1993 წლის 24 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია 858, რომელის საფუძველზეც დაფუძნდა გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში (UNOMIG), რომელიც მონიტორინგს უწევდა ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასა და ამ შეთანხემით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. ამასთანავე, მისია აკვირდებოდა დამოუკიდებელ სახელწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სამშვიდობო ძალების მოქმედებებს აფხაზეთის რეგიონში. საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის მანდატი განახლდა 2001 წლის 31 იანვარსა და 31 ივლისს მიღებული რეზოლუცია 1339 და რეზოლუცია 1364 საფუძველზე.

1999-2002 წლებში დიტერ ბოდენს გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელისა და გაეროს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. თანადებობაზე ყოფნის განმავლობაში გერმანელი ელჩი აქტიურად მუშაობდა, რათა მიეღწია კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტისათვის. მუშაობის პროცესში ასევე ჩართულნი იყვნენ რუსეთი, გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფი (ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, გერმანია) და ასევე ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო). მიმდინარე პროცესებში რუსეთის ფედერაცია ასრულებდა ფასილიტატორის როლს. რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატებს, იგი როგორც გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის წევრი, მხარს უჭერდა დიტერ ბოდენის მიერ შეთავაზებულ კონფლიქტის მოგვარების მცდელობებს. აღსანიშნავია, რომ ბოდენი ასევე აქტიურად იყო ჩართული და ხელს უწყობდა 15-16 მარტს იალტში გამართულ ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებს, რომელიც წარმოადგენდა 2000 წელს გამართული მოლაპარაკებების გაგრძელებას საქართველოსა და აფხაზეთში ნდობის აღდგენის ღონისძიებების თაობაზე.

საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიას ჰქონდა საკმაოდ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა. ის იყო ნათელი დადსტურება იმისა, რომ საქართველოსა და სხვა პოსტ-საბჭოთა სახელწიფოებს გააჩნდათ საერთაშორისო მხარდაჭერა მათი სტაბილუბის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში. ამასთანავე, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმოამდგენლის — დიტერ ბოდენის ყურადღება და ქმედებები დიდ როლს თამაშობდა დაპირისპირებულ მხარეებზე ზემოქმედებაში, რათა გაეგრძელებინათ მოლაპარაკებები კონფლიქტის შეწყვეტის თაობაზე. გაეროს სადამკვირვებლო მისიამ მნიშვნელოვანი როლი ითამშა საქართველოში ძალადობისა და ფართომასშტაბიანი კონფლიქტის განახლების შეკავებაში.

ბოდენის გეგმა რედაქტირება

2001 წლის დეკემბერში გაეროს გენერალური მდივნის საქართველოში სპეციალური წარმომადგენლის დიტერ ბოდენის მიერ შემუშავდა გეგმა-პროექტი, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებას ისახავდა მიზნად. პროექტის სახელწოდება შემდეგნაირად ჟღერდა - „თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის ძირითადი პრინციპები“ თუმცა იგი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა „ბოდენის დოკუმენტის“ ან „ბოდენის გეგმის“ სახელწოდებით. სამშვიდობო გეგმა რვა პუნქტისაგან შედგებოდა.

დიტერ ბოდენი და მისი ნაშრომები რედაქტირება

საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის დატოვების შედმგომ დიტერ ბოდენი კვალვაც მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს როგორც თბილისთან, ისე სოხუმთანაც. ბოდენი აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო საზოგადოების მიერ კავკასიაში ორგანიზებულ სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებში, რომლებიც დაპირსპირებული მხარეების მოსახლეობებს შორის ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. ამასთანავე, დიტერ ბოდენი ავტორია არაერთი სტატიისა და ნაშრომისა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებზე, მათ ანალიზსა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებთან არის დაკავშირებული.

ბოდენის ნაშრომებიდან აღსანიშანვია სტატია სახელწოდებით „კონფლიქტის გადაწყვეტა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის: გაკვეთილები და პერსპექტივები“. აღნიშნულ სტატიაში დიტერ ბოდენი განიხილავს როგორც თავად კონფლიქტების მიმდინარეობას წლების განმავლობაში, ამასთანავე იგი საუბრობს საერთაშორისო ორგანიზაციების როლსა და მნიშვნელობაზე სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში. მისი აზრით მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის მხარეებს შორის არ მიღწეულა მტკიცე გადაწყვეტილება კონფლიქტის შესახებ და ბევრი ინიციატივა დასაწყისშივე მარცხისთვის იყო განწირული, საერთაშორისო ორგანიზაციებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტის პროცესებში და შეძლეს კრიზისულ სიტუაციებში „ცხელი“ კონფლიქტების ხელახალი გაღვივებისა და მათი ფართომასშტაბიან შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადასვლის თავიდან აცილება. ბოდენი ასევე საუბრობს 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომზე, როგორც დრამატულ უკუსვლაზე, რომელმაც ფაქტობრივად გაანადგურა ყველა ის მცდელობა, რომელიც კონფლიქტების მართვასა და დარეგულირებას ესმახურებოდა. რაც შეეხება კონფლიქტის მოგვარების გზებს, ბოდენს მიაჩნია, რომ მთავარი გასაღები საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის განვითარებეში დევს. მისი აზრით საქართველო უნდა ფოკუსირდეს დემოკრატიულ ღირებულებეზე და უფრო მეტად მიმზიდველი გახდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის, ვიდრე პუტინის რუსეთია.

დიტერ ბოდენი ასევე ავტორია წიგნისა სახელწოდებით „საქართველო: ქვეყნის პორტრეტი“, რომელიც 2018 წლის მაისში გამოქვეყნდა. საქართველოსთან ურთიერთობის საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, ბოდენი წიგნის საშუალებით მკითხველს უზიარებს საქართველოს ისტორიას. იგი ასევე საუბრობს ბოლო ათწლეულებში ქვეყანაში მიმიდნარე პოლიტიკურ და სოციალურ გარდაქმნებზე და რასაკვირველია ქართველ ხალხსა და მათ კულტურაზე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება