დირსი — საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში, რომელსაც საერთაშორისო დეველოპერული ჰოლდინგი AS Group Investment-ის შვილობილი კომპანია AS Georgia (ას ჯორჯია) 2012 წლიდან აშენებს.

დირსი
AS georgia

AS Group Investment პროექტებს ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს. კომპანია იზიარებს თანამედროვე ტენდენციებს, რომლის თანახმად, მთელი მსოფლიოს დეველოპერები და არქიტექტორები თანმიმდევრულად გადადიან წერტილოვანი მშენებლობიდან მასშტაბური პროექტების რეალიზებაზე. რა დროსაც ცდილობენ დაამკვიდრონ ისეთი ცნებები, როგორებიცაა „ცხოვრების ახალი სტილი“, „ხარისხიანი გარემო“, „ერთიანი ურბანული სივრცე“.

„დირსის“ უბანი აღნიშნული კონცეფციის რეალიზაციის შედეგია - „ახალი ქალაქი ძველ ქალაქში“. თბილისის ახალი უბანი, ქალაქის ცენტრიდან, 7 წუთის სავალზე შენდება.

2015 წელს დასრულდა „დირსის“ პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავს 11 საცხოვრებელ კორპუსს (22 ბლოკი, 2604 ბინა). 5 კორპუსი უკვე ექსპლუატაციაშია შესული და მობინადრეები ჰყავს.

კომპლექსის მთლიანი ტერიტორია მოიცავს 46 ჰექტარს, ხოლო პირველ, დასრულებულ ეტაპზე, 10 ჰექტრამდე გაშენებულ საცხოვრებელ ფართს. კორპუსების სიმაღლე არის 16-დან 26 სართულამდე. სრული პროექტი აერთიანებს 20 კორპუსს, 39 ბლოკსა და 4 898 ბინას.

კომპანიამ, საქართველოში, უკვე განახორციელა, 170 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის, ინვესტიცია.

პროექტის სახელწოდება აღებულია დირსიჭალიდან, რაც ძველ თბილისში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ორთაჭალის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ბაღებს ერქვა. XVII-XVIII სს. დირსიჭალის ბაღები ერთმანეთისგან მიჯნავდა ავლაბარსა და ნავთლუღს. დირსიჭალა თავისი ბაღებით, ისევე, როგორც ორთაჭალა, XIX საუკუნეშიც ინარჩუნებდა თავის მნიშვნელობას, როგორც ქალაქის პირას მდებარე ერთ-ერთი, სასოფლო-სამეურნეო, ერთეული.

ხარისხის კონტროლი და სამშენებლო მასალები

რედაქტირება

ყოველი პროექტის განხორციელებისას, კომპანია ადგილზე აშენებს სპეციალურ ქარხნებს და საჭირო ინფრასტრუქტურას, სადაც თავად აწარმოებს ძირითად სამშენებლო მასალებს. ხარისხის კონტროლის მიზნით, იქმნება სპეციალური ლაბორატორია, რომელიც ქვეყანაში აღიარებული, კომპეტენტური ექსპერტიზის პარალელურად, ახორციელებს ხარისხის მონიტორინგს.

„დირსის“ მშენებლობა, კომპანია „ას ჯორჯიას“ მიერ, საქართველოში წარმოებული ბეტონით, მოსაპირკეთებელი ფილებითა და სხვა საჭირო მასალებით ხორციელდება:

  • ე. წ. „არმატურა“ რომელიც გამოყენებული იქნა „დირსის“ შენების დროს, შემოწმებულია 3 სხვადასხვა ლაბორატორიის მიერ (მწარმოებლის და დამატებით, ორ სხვადასხვა ლაბორატორიაში);
  • ბეტონის ხარისხის გასაკონტროლებლად, მშენებლობის დაწყებამდე, კომპანიამ ტერიტორიაზე მოაწყო იტალიური წარმოების ორი ბეტონის ქარხანა და ლაბორატორია, სადაც მოწმდება, როგორც თავად ბეტონი, ისე ინერტული მასალები;
  • ბეტონის დამზადების დროს გამოყენებული სპეციალური დანამატები ხელს უშლის მის შიგნით მოქცეული „არმატურის“ კოროზიას და თავად „არმატურის“ ექსპლოატაციის ვადას მკვეთრად ზრდის. მშენებლობის დროს გამოყენებული ბეტონის მინიმალური მარკა არის M400;
  • „დირსის“ მშენებლობის დაწყებამდე, ჩატარდა ნიადაგის გეოლოგიური კვლევები, რის შედეგად, დადგინდა სხვადასხვა სიღრმეზე მდებარე მიწისქვედა კლდოვანი შრეების არსებობა და მათი სიმტკიცე. დირსის კორპუსები კლდეზეა დაშენებული.
  • მშენებლობა შესრულებულია ფრანგული „ტუნელურ-ყალიბური“ ტექნოლოგიით. მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენების დროს შენობის თითქმის 80% არის მონოლითი და წარმოადგენს საყრდენ ნაგებობას. ასეთი შენობა გაცილებით უფრო მტკიცეა, ვიდრე „კარკასული“ ტიპის;
  • იმის გამო, რომ კავკასია სეისმურად აქტიურ რეგიონად ითვლება, ყველა კორპუსი გათვლილია 9 ბალის სიმძლავრის მიწისძვრაზე.

საცხოვრებელი და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა

რედაქტირება
 
დირსის ეზო

„დირსის“ პირველი, დასრულებული ეტაპი მოიცავს 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობს. ტერიტორიის 40 % (40 000 კვ.მ.) წარმოადგენს სარეკრეაციო და სპორტულ-გასართობ ინფრასტრუქტურას:

  • კეთილმოწყობილი ეზოები;
  • საბავშვო-გასართობი მოედნები;
  • 1400 მ.-მდე სიგრძის საველოსიპედო ბილიკი (დასრულებულ კომპლექსს ექნება 5 კმ. მ-მდე ბილიკი);
  • 1 სპორტული მოედანი ჩოგბურთისა და ფრენბურთისთვის;
  • 2 სპორტული მოედანი ფეხბურთისა და კალათბურთისთვის;
  • 20 000 კვ.მ. მწვანე საფარი (ტერიტორიის 20 %, რაც 2-ჯერ აღემატება საერთაშორისო სტანდარტს);
  • 2670 ხე-მცენარე, მათ შორის, წიწვოვანი ხეები და ხეხილი;
  • თბილისში პირველი, 700 მ. სიგრძის ბულვარი მტკვრის სანაპიროზე (დასრულებული პროექტის სახით, თბილისს ექნება 3.5 კმ. სიგრძის ბულვარი);
  • ტერიტორიაზე უკვე ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი: „ინგლისური სამყარო დირსიში“;
  • პროექტის დასრულების შემდგომ, ტერიტორიაზე იქნება: სავაჭრო ცენტრი, რესტორნები, კაფეები, სხვადასხვა ტიპის სპორტული და გასართობი ცენტრები, საბავშვო ბაღები, სკოლა, საავადმყოფო და სხვა მრავალი ობიექტი.
 
დირსის საცხოვრებელი კომპლექსი

დირსის ბინები შემდეგ მდგომარეობაში ბარდება:

  • რკინის მთავარი შესასვლელი კარი;
  • გარე კარ-ფანჯარა ორმაგი მინა-პაკეტით;
  • შეღებილი კედლები;
  • შეღებილი ჭერი;
  • ელექტრო ენერგიის სისტემა, „სიმენსის“ ბრენდის ელ. ამომრთველებით;
  • ლამინირებული ხის შიდა კარები;
  • ლამინატის იატაკი;
  • მთლიანი კორპუსის თბო (თერმო) იზოლაცია;
  • იატაკის ჰიდრო და ხმაურის იზოლაცია;
  • მეტლახი სამზარეულოსა და შესასვლელში;
  • ხანძრის კერის აღმოჩენის ცენტრალური სისტემა და ცეცხლის წყლით ქრობის სისტემა;
  • ელექტრო ენერგიის შოკისაგან დამცავი სენსორი თითოეული ბინისთვის;
  • გარემონტებული აბაზანა, სრული სანტექნიკით (უნიტაზი, ხელსაბანი, სარკე, საშრობი, აბაზანა ან საშხაპე კაბინა);
  • ბინაში შეყვანილია ტელეფონის, ინტერნეტისა და ტელევიზიის ხაზები;
  • ბინაში შეყვანილი და მოწყობილია დენის, წყლისა და გაზის გაყვანილობა;
  • ელ. ენერგიისა და წყლის მრიცხველი;
  • ცენტრალური გათბობის სისტემის გაყვანილობა რადიატორებით.

საინჟინრო კომუნიკაციები და უსაფრთხოება

რედაქტირება
 
დირსი
  • საცხოვრებელი კომპლექსი „დირსის“ ელექტრომომარაგება ხორციელდება ორი, დამოუკიდებელი, 6 კვ.-იანი მაგისტრალური ქსელით (თითოეული მაგისტრალური ქსელი აშენებულია 2х240მმ² განიკვეთის 10 კვ.-იანი თანამედროვე მშრალი კაბელებით);
  • ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა, მაგისტრალური საკაბელო ქსელით, უზრუნველყოფილია სს. „თელასის“ კუთვნილი, მ/ძ ქვესადგური „ავიაქარხნის“ დამოუკიდებელი, პირველი და მეორე სექციებიდან, #8 და # 23 ფიდერების საშუალებით;
  • საცხოვრებელი კომპლექსი „დირსის“ პირველი ეტაპის ტერიტორიაზე, განთავსებულია ექვსი ქვესადგური, 6კვ. ძაბვაზე (ექვსივე ქვესადგური ორტრანსფორმატორიანია), რომლებიც კორპუსების და ცალკეული ნაგებობების მაღალხარისხიან და საიმედო ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფენ;
  • ელექტროენერგიის ძირითადი მიწოდების შეწყვეტისას, ავტომატურად რეზერვირდება 1 ლიფტი, წყლის მიწოდების, სახანძრო სიგნალიზაციისა და სადრენაჟე სისტემები, ასევე სადარბაზოების და კორიდორების განათება.
  • საცხოვრებელი კომპლექსი „დირსის“ ცივი წყლის მიწოდება ხორციელდება კომპანია „GWP“-ის ცენტრალური, მაღალწნევიანი (8 ბარი), წყალმომარაგების ქსელით, 400 მმ² -იანი მაგისტრალური მილსადენით. შემდეგ, შიდა მაგისტრალური ქსელით, მიეწოდება კორპუსებს და შენობებს;
  • წყლის მიწოდების მაგისტრალური სისტემა შესრულებლია, წყლის მიწოდების, დახურული და წრიული სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ საიმედოობას, შიდა მაგისტრალურ სისტემაში მომხდარი ავარიის დროსაც კი (დაზიანებული ზონის გამორიცხვა და წყლის სხვა მხრიდან მიწოდების უზრუნველყოფა);
 
ბულვარი და საველოსიპედო ბილიკი
  • საიმედო წყალმომარაგებისთვის, სარდაფებში განთავსებულია სპეციალური ავზები, რომლებიც უზრუნველყოფს ცივი, სასმელი და ხანძარსაწინააღმდეგოო უსაფრთხოების წყლის დარეზერვებას;
  • სარდაფებში არსებული სპეციალური ჰიდროფორები უზრუნველყოფს, მაღალი სართულებისთვის, წყლის, საჭირო წნევით, მიწოდებას;
  • საცხოვრებელი კომპლექსი „დირსის“ საკანალიზაციო სისტემა განლაგებულია ქალაქის ცენტრალური მაგისტრალის დონეზე დაბლა. თუმცა, კომპლექსი უზრუნველყოფილია 2285 მ სიგრძისა და 81 ჭისგან შემდგარი დამოუკიდებელი საკანალიზაციო ქსელით;
  • სადრენაჟე ქსელი უზრუნველყოფს ნალექების უწყვეტ გადინებას მდინარე მტკვარში, ექვსი დამოუკიდებელი სადრენაჟო მაგისტრალის დახმარებით. სადრენაჟე სისტემის საერთო სიგრძე შეადგენს 1677 მეტრს და მთელ ტერიტორიაზე განთავსებულია 150-ზე მეტი წყალსაწრეტი ჭა;
  • საცხოვრებელი კომპლექსის ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიაზე, განთავსებულია ექვსი დამოუკიდებელი სახანძრო ჰიდრანტი. თითოეული საცხოვრებელი კორპუსის ხანძარსაწინააღმდეგო მაგისტრალურ ქსელს აქვს გამოსასვლელი კორპუსის პერიმეტრზე, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა შესაძლებლობას, როგორც სახანძრო მანქანის ავზიდან, ასევე სხვა დამოუკიდებელი წყაროებიდან, განხორციელდეს, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემაზე, წყლის მიწოდება;
  • კომპლექსის გაზმომარაგების სისტემა შედგება ორი ნაწილისგან: პირველი, მათ შორის, არის საშუალო წნევიანი მაგისტრალური ქსელი და წნევის რეგულატორი, თითოეული კორპუსის შიდა გაზმომარაგების სისტემისათვის. პროექტის მეორე შემადგენელი ნაწილი წარმოადგენს კორპუსების შიდა ქსელს. მაცხოვრებლების მაქსიმალური უსაფრთხოებისა და საიმედოობის უზრუნველსაყოფად, ქსელი აგებულია მაღალი წნევის სპეციალური, პოლიმერული შლანგით, შუალედური მაგისტრალური შეერთებების გარეშე;
  • „დირსის“ მთელ ტერიტორიაზე, განლაგებულია კომპანია „მაგთიკომის“ კუთვნილი, მაღალტექნოლოგიური, ოპტიკური, სატელეკომუნიკაციო ქსელი. სატელეკომუნიკაციო მომსახურებები (ინტერნეტი, ტელეფონი, ტელევიზია, WI-FI), უზრუნველყოფილია კომპლექსის ყველა კორპუსსა და შენობაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება