დიონისე მცირე
დიონისე მცირე (ლათ. Dionysius Exiguus, დ. 470 — გ. 544) — რომის აბატი, მთარგმნელი, წარმოშობით სკვითი (სხვა ვერსიით ქართველი ან სომეხი), ბერი. კალენდარული სისტემის „ქრისტესშობითგან“ (ახალი წელთაღრიცხვის) დამაარსებელი; ქრისტიანული (კათოლიკური და მართლმადიდებელი) ეკლესიების წმინდანი.
დიონისე მცირე Dionysius Exiguus | |
---|---|
დაიბადა |
475 მცირე სკვითია |
გარდაიცვალა |
არაუადრეს 540 და არაუგვიანეს 556 რომი |
ხსენების დღე | 1 სექტემბერი |
მოღვაწეობა | ბერი, მათემატიკოსი, მთარგმნელი, canon law jurist და მწერალი[1] |
ენა | ლათინური ენა[1] |
ცხოვრება
რედაქტირებადიონისე მცირის მოღვაწეობის შესახებ ცნობები დიონისეს თხზილებების გარდა მოიპოვება კასიოდორის მცირე მოგონებებშიც[2], რომლის მიხედვითაც დიონისე იყო ბერი, წარმოშობით სკვითიიდან, თუმცაღა წარმოადგენდა რომის მოქალაქეს. სრულფასოვნად ფლობდა ბერძნულს, ლათინურს, ასევე განსწავლული იყო წმინდა წერილში. ზუსტი ცნობები მისი რომში ჩამოსვლის უცნობია. დაახლოებით ეს მოხდა რომის პაპის ანასტასიუს II-ის დროს, დაახლოებით 496-498 წლებში, მაგრამ არაუგვიანეს რომის პაპის გელასიუს I (გ. 496) გარდაცვალებამდე[3][4]. დიონისე კაისიოდორესთან ერთად დიდხანს სწავლობდა დიალექტიკას, რომელიც შემდგომ გამოიყენა ღვთისმეტყველებაშიც: მან ბერძნულიდან ლათინურზე თარგმნა საეკლესიო-კანონიკური კრებულები (canones ecclesiastici), რომელიც შემდგომ პოპულარობით სარგებლობდა რომის ეკლესიაში, ასევე დოგმატიკური მიმართვები ნესტორიანელთა მიმართ, ზოგიერთ წმინდანთა ცხოვრება და პასქალიის გამოსათვლელი დოკუმენტები. დიონისემ მისი ღირსების გამო მალევე დაიმსახურა სახელი — მცირე (ლათ. Exiguus — „მცირე“, „მდაბალი“. დიონისე მცირეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა რომის პაპთან, ეკლესიის მრავალ წევრთან, ასევე კავშირს არ წყვეტდა მის სკვით თანამემამულეებთანაც. ფელიქს გელიტანელის 616 წელს შედგენილი ცნობით[5] და ბედა ღირსის მოწმობით[6] დიონისე მცირე იყო რომის ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი. აღნიშნული დასტურდება ასევე იოან ტრიტემიემის ჩანაწერებითაც[7]. დიონისე მცირის გარდაცვალების ზუსტი ადგილი და დრო უცნობია. სავარაუდოდ ის გარდაიცვალა ან რომში ან ვივარის მონასტერში, სადაც 540 წლის შემდგომ დიონისე მცირე განმარტოვებით ცხოვრობდა, მაგრამ არაუგვიანეს 556 წლისა, როცა კოსიდორი დიონისეს იხსენიებს როგორც უკვე გარდაცვლილს.
განსხვავეული ვერსიით დიონისე მცირე წარმოშობით ქართველი ან სომეხი იყო და ცხოვრობდა სირიის ქალაქ იერაპოლში, შემდგომ გადავიდა საცხოვრებლად კონსტანტინოპოლში, გამოვიდა საზოგადოებაში და შემდგომ კი მიწვეულ იქნა რომის პაპი გელასის მიერ რომში. 527 წელს მასზე ცნობები იკარგება და ცნობილი ხდება, მისი სამეცნიერო წრეებში აღიარების შემდეგ[8].
შრომები
რედაქტირებადიონისე მცირე პირველ ყოვლისა ცნობილია, როგორც მთარგმნელი ბერძნულიდან ლათინურზე და პირიქით[9]). მისი ნათარგმნი შრომები შეიძლება სამ ჯგუფად დაიყოს.
ჰაგიოგრაფიული
რედაქტირება- წმინდა პახომის ცხოვრება (Vita S. Pachomii)[10], მისი წინასიტყვაობა[11]
- იოანე ღვთისმეტყველის თავის პოვნა (De inventione capitis S. Joannis Baptistae)[12].
- წმინდა ტაისის ცხოვრება (Vita S. Thaisis), რომელსაც ადრე მის თარგმნილად თვლიდნენ.
საღვთისმეტყველო
რედაქტირებასავარაუდოდ მისი ერთადერთი ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო ნაწარმოების თარგმანი, რომელიც წარმოადგენდა გრიგოლი ნისელის ტრაქტატს ადამიანის აგებულების შესახებ (De conditione hominis)[13].
დოგმატიკური
რედაქტირებამის შრომებს შორის გამოირჩევა ნესტორიანელობის წინააღმდეგ ტექსტების თარგმანები:
- მიმართვა ნესტორს წმინდა კირილესა და ალექსანდრიის კრების მიერ (Epistola synodica S. Cyrilli et concilii Alexandrini contra Nestorium)[14].
- წმინდა კირილე ალქექსანდრიელის ორი მიმართვა სეკუსს (Duae epistolae S. Cyrilli Alexandrini ad Successum)[15].
კანონიკური
რედაქტირებამთარგმ ელობითი საქმიანობის გარდა ის ხელს უწყობდა საეკლესიო კანონების გავრცელებას მისი (Collectio Dionysiana)-ის საშუალებით[16]. კრებული შედგება შემდეგი თავებისაგან:
- წინასიტყვაობა;
- მოციქულთა კანონები (Canones Apostolorum), ან წმინდა მოციქულთა საეკლესიო კანონები (Regulae Ecclesiasticae Sanctorum Apostolorum)[17];
- ბერძნული კრებების კანონები და წესები (Canones et regulae conciliorum Graecorum)[18];
- ქალკედონის კრების დადგენილებები (Chalcedonensis concilii Decreta)[19];
- სარდიკიის კრების წესები (Canones Synodi Sardicensis)[20];
- აფრიკის ეკლესიის კანონთა კრებული (Codex canonum Ecclesiae Africanae)[21].
- რომაელ ეპისკოპოსთა დადგენელებები (Collectio decretorum pontificum Romanorum)[22].
პასქალური
რედაქტირებადიონისე მცირეს ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა შრომებმა, რომელიც შეეხებოდა აღდგომის დღის გამოთვლებს. მათ შორის ყველაზე მთავარი იყო „დიდი პასქალური ციკლის თხზულება“ (Libellus de cyclo mango Paschae), რომელიც თარიღდება 525 წლით. წინასიტყვაობაში, სადაც ის მიმართავს ეპისკოპოს პეტრონის[23], დიონისე მცირე ხაზს უსვამს ალექსანდრიული პასქალიის ავტორიტეტს, რომლის თაგმანსაც წარმოადგენს მისი ნაშრომი. მისი მოსაზრებით მხოლოდ ალექსანდრიული პასქალია შეესაბამება I მსოფლიო კრებაზე მიღებულ კანონებს.
შემდგომ მოყვანილია მის მიერ შედგენილი საკუთარი პასქალია, რომელშიც გამოთვლილია აღდგომის დღეები 513-626 წლებში, შემდგარი მთვარისა და მზის 6 ციკლისაგან. პირველი ციკლი წარმოადგენს კირილე ალექსანდრიელის პასქალიის ბერძნულიდან ნათარგმნს. შემდგომ დიონისე მცირე ტოვებს დეოკლიტიანეს ქორონიკონზე დაყრდნობილ ალექსანდრიულ პასქალიას[24]. ამრიგად დიონისე მცირემ შემოიტანა ახალი ქრონოლოგია, წოდებული „ქრისტეს შობიდან“.
დიონისე მცირის პასქალიის გავრცელებაში დიდი როლი ითამაშა ბედა ღირსმა, რომელმაც პირველმა დიონისეს წელთაღრიცხვის ბაზაზე პირველად შექმნა პასქალია 532-წლიანი პერიოდისათვის. ამგვარად განივრცო და პოპულარული გახდა დიონისეს ერა „ქრისტეს შობიდან“ (თავად დიონისესთან ათვლა წარმოებს „განხორციელებიდან“ (ხარება), ხოლო წელთაღრიცხვა დაწყებული „შობიდან“ მოგვიანებით იქნა მიღებული).
პოპულარობის მიუხედავად დიონისე მცირის ერას აქვს რიგი ისტორიული ნაკლულოვანებები: თავდაპირველად მისი ათვლა ხდებოდა „განხორციელებიდან“, რომელიც არ წარმოადგენდა მყარ და დაზუსტებულ ათვლის წერტილს. დიონისე მცირემ დაასრულა რა 532 წლიანი ციკლი „მაცხოვრის, იესო ქრისტეს განხორციელებიდან“ (ab incarnatione Domini nostri Jesu Christi), დიონისემ მიიღო წინა წელი 532 წლიანი ციკლის დასასრულად. ხოლო აღნიშნული ციკლის პირველი წელი აღიარა განხორციელების წლად, რომელიც ცნობილია „ნულოვანი“ წლით (ძვ. წ. 1 წელი).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Mirabile: Digital Archives for Medieval Culture — SISMEL – Edizioni del Galluzzo.
- ↑ Cassiod. De inst. div. lit. 23
- ↑ Praefatio ad Julianum presbyterum // PL. 67. Col. 231
- ↑ Van Hove. P. 157-158
- ↑ Felix Ghyllitanus. Praefatio // PL. 129. Col. 1331CD
- ↑ venerabilis abbas Romanae urbis - Beda. De temporum ratione. 47 // PL. 90. Col. 492
- ↑ Johannes Trithemius. Liber de scriptoribus ecclesiasticis. Basel, 1494
- ↑ Rambaud-Buhot. 1949. P. 1133
- ↑ Cassiod. De inst. div. lit. 23; cp.: Courcelle. 1943. P. 313-315
- ↑ PL. 73. Col. 229-299
- ↑ Ibid. Col. 227-229; CCSL. Vol. 85. P. 79-81
- ↑ PL. 67. Col. 419-454
- ↑ De conditione hominis // PL. 67. Col. 347-408
- ↑ PL. 67. Col. 11-18
- ↑ PG. 77. Col. 223-245
- ↑ Rambaud-Buhot. 1949. P. 1139
- ↑ PL. 67. Col. 141-148
- ↑ PL. 67. Col. 147-172
- ↑ PL. 67. Col. 171-176
- ↑ PL. 67. Col. 175-182
- ↑ PL. 67. Col. 181-230
- ↑ Ibid. Col. 229-316
- ↑ PL. 67. Col. 19-23, 483-497
- ↑ PL. 67. Col. 20