სკვითები
სკვითები (ძვ. ბერძნ. Σκύθαι; სანს. शक) — ძველირანული ტომები, მოსახლეობდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში. ძვ. წ. VII საუკუნეში სკვითებმა კიმერიელები გამოდევნეს და მათი ტერიტორია დაიკავეს. ჰეროდოტეს ცნობით, სახლობდნენ დნეპრსა და დონის სტეპებში, ეწეოდნენ მომთაბარეობას, მისდევდნენ მესაქონლეობას. ძვ. წ. IV საუკუნეში ჩამოყალიბდა სკვითების სახელმწიფო.
სკვითების ხელოვნებამ განვითარების მწვერვალს მიაღწია ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში. გათხრების შედეგად აღმოჩენილია ოქროს, ვერცხლის, რკინის, ბრინჯაოს ნივთები, ირმის, ლოსის, თხის, მტაცებელი ფრინველების, ფანტასტიკური ცხოველებისა და სხვა გამოსახულებებით. ძვ. წ. IV-III საუკუნეებში გამოსახულებებმა ორნამენტხაზობრივი სახე მიიღო. გორასამარხებში ნაპოვნია, აგრეთვე, ქვის სქემატურგამოსახულებიანი ნივთებიც. მნიშვნელოვანი კედლის მხატვრობის ნიმუშები იპოვეს სკვითების ნეაპოლში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 419.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Slavonic Antiquity
- "Scythian Gold From Siberia Said to Predate the Greeks" დაარქივებული 2019-03-02 საიტზე Wayback Machine.
- A Scythian warrior found at a height of 2600 metres in the Altay Mountains in an intact burial mound (2006 წლის 25 აგვისტო)
- Scythians overview
- Livius website articles on ancient history, entry on Scythians/Sacae დაარქივებული 2013-11-12 საიტზე Wayback Machine.
- The early burial in Tuva დაარქივებული 2019-03-02 საიტზე Wayback Machine.
- Scythian myth and culture; map დაარქივებული 2005-04-01 საიტზე Wayback Machine.
- Color illustrations of Scythian gold დაარქივებული 2021-01-24 საიტზე Wayback Machine.
- Published excavations of royal Scythian kurgan (barrow) at Chertomlyk reviewed დაარქივებული 2007-07-06 საიტზე Wayback Machine.