დიმიტრი (შიოლაშვილი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეუფე დიმიტრი.

მიტროპოლიტი დიმიტრი [ერისკაცობაში — ნოდარ (ჭაბუკა) შოთას ძე შიოლაშვილი] (დ. 16 თებერვალი 1961, მცხეთა) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის თავმჯდომარე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ძმისშვილი.

ყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი
დიმიტრი (შიოლაშვილი)
დროშა
დროშა
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი
ეკლესია: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
 
განათლება: მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო აკადემია
დაბადების სახელი: ნოდარ (ჭაბუკა) შოთას ძე შიოლაშვილი
დაბადება: 16 თებერვალი, 1961 (1961-02-16) (63 წლის)
მცხეთა
ბერად აღკვეცა: 1996 წლის 25 ოქტომბერი
დიაკვნად კურთხევა: 1985 წლის 2 ივნისი
მღვდლად კურთხევა: 1986 წლის 12 იანვარი
ეპისკოპოსად კურთხევა: 1996 წლის 8 ნოემბერი
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 2003 წლის 14 სექტემბერი
მიტროპოლიტობა ებოძა: 2007 წლის 3 ივნისი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დიმიტრი, ერისკაცობაში ნოდარ შოთას ძე შიოლაშვილი, 1961 წელს. 1979 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში. 1985 წელს ილია II-მ აკურთხა დიაკვნად, 1986 წელს კი — მღვდლად. მსახურობდა ბათუმის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში, ალავერდის ტაძარში, ანჩისხატის საკათოლიკოსო ტაძარში. 1989 წელს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და დაადგინეს ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. 1991 წელს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის რექტორად დაინიშნა. წლების განმავლობაში წმ. იოანე ღვთისმეტყველის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო.

1996 წელს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა დიმიტრი გამოარჩია ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად. 2003 წელს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 2007 წელს კი — მიტროპოლიტის ხარისხში. 2007 წელს დამტკიცდა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მმართველად. 2009 წელს მასვე მიანდეს აშშ-ისა და კანადის ქართული სამრევლოების წინამძღოლობაც. ეპარქიის წინამძღოლობის პარალელურად ხელმძღვანელობს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურს და „წმინდა მიწის“ შემსწავლელ სამეცნიერო საზოგადოებას. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში მისი მმართველობის დროს დაარსდა არაერთი ეკლესია-მონასტერი, სასულიერო სასწავლებელი, საქველმოქმედო ორგანიზაცია.

დაჯილდოებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. გიორგის ორდენით (2007).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება