დიმიტრი (მიტო) ნიკოლოზის ძე ჩრდილელი (დ. ნოემბერი 1894 — გ. 20 მაისი, 1923, თბილისი) — ქართველი ოფიცერი, საქართველოს ეროვნული გმირი.[1]

ქართლელ აზნაურთა საგვარეულოდან. დაამთავრა თბილისის კადეტთა ქვეითი სასწავლებელი. I მსოფლიო ომის (1914-1918) წლებში პოდპორუჩიკის ჩინით რუსეთის იმპერიის არმიის 1-ლ გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის რიგებში იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე. ორჯერ დაიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე ბრძოლებისას.[2] ტყვედ იყო გერმანელებთან.

1918-1921 წლებში ჩრდილელი მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის არმიაში. ჰქონდა მაიორის წოდება. 1921 წლის თებერვალში თბილისის დაცვის დროს ტაბახმელის პოზიციებზე მეთაურობდა საარტილერიო ნაწილებს. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა. მსახურობდა საქართველოს წითელ არმიაში მე-2 ქართული გაერთიანებული საარტილერიო დივიზიონის 1-ლი ბატარეის უფროსად. ამავდროულად მონაწილეობდა წინააღმდეგობის იატაკქვეშა მოძრაობაში. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციისა და საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის „სამხედრო ცენტრის“ წევრი. დახვრიტეს „სამხედრო ცენტრის“ სხვა მეთაურებთან ერთად თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე.[3]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N04/07/02 2023 წლის 4 ივლისი საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოების შესახებ [1]
  2. Чрдилели Дмитрий Николаевич. «Памяти героев Великой войны 1914–1918».
  3. 1923 წელს დახვრეტილი ქართველი სამხედროები. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). 18 იანვარი 2016.