დიმიტრი შანშაშვილი
დიმიტრი შანშაშვილი (დ. 1907, ქვემო მაჩხაანი — გ. 6 აპრილი, 1984, თბილისი) — ქართველი სამხედრო პირი, საბჭოთა ავიაციის გენერალ-მაიორი (1946).
ბიოგრაფია
რედაქტირება1930 წელს დაამთავრა თბილისის ქართული გაერთიანების სამხედრო სკოლა, ხოლო 1937 წელს ლენინის სახელობის სამხედრო-პოლიტექნიკური აკადემია. 1941-1945 წლებში დიდი სამამულო ომის დროს იყო საავიაციო დივიზიის სამხედრო კომისარი, საჰაერო არმიის პოლიტიკური განყოფილების უფროსი. იბრძოდა ლენინგრადის ფრონტზე, მონაწილეობდა ტალინის განთავისუფლებაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 683.