დიმიტრი მაჩხანელი

ქართველი მწერალი და პუბლიცისტი
(გადამისამართდა გვერდიდან დიმიტრი ნადირაძე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნადირაძე.

დიმიტრი მაჩხანელი (ნამდვილი გვარი ნადირაძე) (დ. 11 იანვარი, 1861, ქვემო მაჩხაანი, სიღნაღის რაიონი ― გ. 16 ნოემბერი, 1903, იქვე) ― ქართველი მწერალი, პუბლიცისტი.

დიმიტრი მაჩხანელი
დაბადების თარიღი 11 იანვარი, 1861(1861-01-11)
დაბადების ადგილი ქვემო მაჩხაანი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 16 ნოემბერი, 1903(1903-11-16) (42 წლის)
გარდაცვალების ადგილი ქვემო მაჩხაანი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
საქმიანობა მწერალი და პუბლიცისტი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია

ბიოგრაფია

რედაქტირება

იყო მოსკოვის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. ლექსების პირველი კრებული „ახალი სიზმარი“ 1880 გამოსცა, მეორე — „სიყვარულის კონა“ — 1881. მაჩხანელის მოთხრობები, პიესები, პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში („ივერია“, „მოამბე“, „აკაკის კრებული“, „ჯეჯილი“ და სხვ.). 1887 ცალკე წიგნად გამოქვეყნდა მაჩხანელის „ძმური სიტყვა“, რომელიც პუბლიცისტური ფელეტონების სახით იბეჭდებოდა „ივერიაში“. მაჩხანელი განიცდიდა ხალხოსნების გავლენას. ძირითადი ფსევდონიმის გარდა წერდა „თერგდალეულის“, „მთადიდელის“, „ლახვარიძის“ ფსევდონიმით. მაჩხანელის ზოგიერთი ლექსი („ჩემ საყვარელ სამშობლოს“, „ვედრება“, „ტურფავ მოდი, ნუ ხარ მტრულად“) სიმღერად იქცა (მუსიკა ნიკოლოზ სულხანიშვილისა).

1895 წელს დიმიტრი ნადირაძემ სოფელ მაჩხაანში გახსნა „დეპო“, რათა გლეხობა გადაერჩინა ჩარჩ-ვაჭრების დაუნდობელი ექსპლუატაციისაგან, ამავე წელს მისი თაოსნობით გაიხსნა სასოფლო ბაზარი (რომელიც შემდეგ ბოდბისხევსი გადაიტანეს) და ქალთა სკოლა, რომელსაც მან საკუთარი დიდი შენობა. 1895 წელსვე სოფელ მაჩხაანში დიმიტრიმ გახსნა სამეურნეო სასწავლებელი; მისივე ხელმძღვანელობით სოფელში აშენდა თეატრი და მისივე დახმარებით იმართებოდა წარმოდგენები (საქართველოს პროვინციებში ეს პირველი სახალხო თეატრი იყო). [წყარო არ არის მითითებული 858 დღე]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ხაჩიაშვილი ქ., დიმიტრი მაჩხანელი, «მნათობი», 1972, № 5;