აკაკის თვიური კრებული
„აკაკის თვიური კრებული“ — ქართული ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი. გამოდიოდა 1897–1900 წლებში თბილისსა და ქუთაისში. რედაქტორ-გამომცემელი — აკაკი წერეთელი. ჟურნალში იბეჭდებოდა აკაკი წერეთლისა და სხვა მწერლების ნაწარმოებები, ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და კრიტიკული წერილები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 246.