დიმიტრი მეტრეველი
დიმიტრი (მიტო) მეტრეველი, ემიგრაციაში ცნობილი იყო როგორც მაიკ მიტო (დ. 1895, უწერა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 1970, ჰამილტონი, აშშ) — ქართველი ბიზნესმენი და მეცენატი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადიმიტრი მეტრეველი დაიბადა რაჭის სოფელ უწერაში ნესტორ მეტრევლის ოჯახში. 8 წლის ასაკში დურგალს მიაბარეს ხელობის შესასწავლად, წერა-კითხვა ჯერ სოფლის მღვდელთან შეისწავლა, შემდეგ უწერის ორკლასიან სასწავლებელში. დიმიტრის თანასოფლელებიდან ხშირად ესმოდა ამერიკის ამბები, თვითონაც შეხვედრია იქიდან დაბრუნებულ მეზობლებსა და ნათესავებს, რომლებიც იმ შორეულ ქვეყნის საოცარ ამბებს ჰყვებოდნენ. 1913 წელს იგი ამერიკაში გაემგზავრა, შემდგომ დასახლდა კანადაში, კვებეკის მახლობლად პატარა ქალაქ ვალდორში. ცოლად ლიტვური წარმოშობის ქალი შეირთო, მათ სამი შვილი ჰყავდათ. ბევრი ხელობა მოსინჯა, ერთხანს ჭიდაობდა კიდეც, ვიდრე ოქროს ციებ-ცხელება არ შეეყარა. აქ მან ოქროს მიაკვლია და რამდენიმე მაღაროს ამუშავება შეძლო. მოგვიანებით იგი ბედის საძებნელად ალასკაზე გაემგზავრა, სადაც დიდძალი ქონების დაგროვების შემდეგ ამერიკელ მილიონერთა სიაში მოხვდა. 1930-იანი წლების „დიდი დეპრესიის“ პერიოდში მეტრეველმაც ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა, მის მაღაროებშიც თითქმის მუშაობა შეწყდა, მაგრამ მან მაინც შეძლო დაცემული წარმოების ისე გამოცოცხლება, და სიცოცხლის ბოლომდე შეძლებულ კაცად დარჩა. იგი მხარში ედგა და ხელს უმართავდა ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტ თანამემამულეებს მატერიალურად ეხმარებოდა საქართველოში დარჩენილ მშობლებსა და ნათესავებს. საბჭოთა რეჟიმის პერიოდში მან სამშობლოში ჩამოსვლა ვერ მოახერხა.
დიმიტრი მეტრეველი გარდაიცვალა 1970 წელს ქალაქ ჰამილტონში, აშშ-ში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯანელიძე ო., „ზუბალაშვილები, დავით სარაჯიშვილი, აკაკი ხოშტარია, მიტროფანე ლაღიძე და სხვანი…“ თბ., 2020, გვ. 419–420