დიმიტრი ერისთავი (სამხედრო პირი)

ქართველი დიდგვაროვანი და სამხედრო პირი

დიმიტრი ალექსის ძე ერისთავი (რუს. Дми́трий Алексе́евич Эристов; დ. 1797 — გ. 9 ოქტომბერი, 1858, სანქტ-პეტერბურგი) — ქართული წარმოშობის რუსი მწერალი და სამხედრო მოხელე.

დიმიტრი ერისთავი
დაბადების თარიღი 1797
გარდაცვალების თარიღი 9 ოქტომბერი, 1858
ეროვნება ქართველი
ქვეშევრდომობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
პროფესია მწერალი

არაგვის ერისთავთა საგვარეულოს რუსეთში დამკვიდრებული შტოს წარმომადგენელი, საქართველოდან 1724 წელს გადასახლებული ოთარ გიორგის ძის შვილიშვილი. განათლება მიიღო ცარსკოე-სელოში, სადაც სწავლობდა ალექსანდრე პუშკინთან ერთად. 1820 წლიდან მსახურობდა არმიაში, შემდეგ ირიცხებოდა იმპერატორის პირადი კანცელარიის მე-2 განყოფილებაში და საზღვაო უწყებაში. 1856 წლიდან ერისთავი იყო ფლოტის გენერალ-აუდიტორი.

მონაწილეობა მიიღო „სამხედრო-ისტორიული ლექსიკონის“ პირველი ტომის (რომელიც გამოდიოდა გენერალ ლ. ლ. ზედელერის რედაქციით) შედგენაში. ავტორია ბიოგრაფიული ნარკვევებისა რუს ისტორიულ მოღვაწეებზე, სტატიებისა უკრაინის, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის შესახებ. 1842 წელს გამოსცა მონუმენტური ნაშრომი — „ისტორიული ლექსიკონი რუსეთის ეკლესიის წმინდანთა შესახებ“. მიღებული აქვს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის დემიდოვის სახელობის პრემია.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება