ლეონარდო დიკაპრიო
ლეონარდო ვილჰელმ დიკაპრიო[1] (ინგლ. Leonardo DiCaprio; დ. 11 ნოემბერი, 1974) — ამერიკელი მსახიობი და კინოპროდიუსერი.
ლეონარდო დიკაპრიო | |
---|---|
დიკაპრიო 2016 წლის ოქტომბერში | |
დაბადების სახელი | ლეონარდო ვილჰელმ დიკაპრიო |
დაბადების თარიღი |
11 ნოემბერი, 1974 ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, კინოპროდიუსერი |
აქტიური | 1989 - დღემდე |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში (2004) |
ოსკარი | გადარჩენილი (2015) |
საიტი | leonardodicaprio.com |
ბიოგრაფია
რედაქტირებალეონარდო დაიბადა და აღიზარდა კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში. დიკაპრიოს მამა წარმოშობით იტალო-გერმანული ფესვების ოჯახიდანაა, ხოლო დედა, ირმელინ დიკაპრიო (ქალიშვილობაში ინდენბირკენი), დასავლეთ გერმანიაში, ორ-ერკენშვიკეში დაიბადა. მისი მამა იყო ვილჰელმ ინდენბირკენი, ხოლო დედა — რუსი ელენა სმირნოვა, რომელმაც რუსეთიდან გერმანიაში გადასვლის შემდგომ იქორწინა და ქმრის გვარი მიიღო. თვითონ დიკაპრიომ, ვლადიმერ პუტინთან საუბარში, განაცხადა, რომ მისი ბაბუაც ასევე რუსი იყო, და დაამატა: „ასე რომ მე არა მეოთხედით, არამედ ნახევრად ვარ რუსი“.
სამსახიობო კარიერა დაიწყო 1990-იან წლებში გადაღებულ საპნის ოპერებსა და სიტკომებში. მათ შორისაა ტელესერიალი „სანტა-ბარბარა“. ჰოლივუდში მისი პირველი მნიშვნელოვანი ფილმი იყო „ამ ბიჭის ცხოვრება“, რომელშიც მთავარი როლი შეასრულა. მას მალევე მოყვა ფილმი „რა აწუხებს გილბერტ გრეიპს“, რომლისთვისაც ის ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში. დიკაპრიო ასევე ორჯერ იყო ნომინირებული BAFTA-ზე, სამჯერ SAGs-ზე და შვიდჯერ ოქროს გლობუსზე. ის არის ოქროს გლობუსისა და ვერცხლის დათვის მფლობელი.
მან სახელი გაითქვა ჯეკ დოუსონის როლის შესრულებისთვის ფილმში „ტიტანიკი“. ამას მოჰყვა როლები ფილმებში „დამიჭირე, თუ შეძლებ“, „ავიატორი“, „სისხლიანი ალმასი“, და „დასაწყისი“. მარტინ სკორსეზეს „ავიატორით“ მან ოსკარის მეორე ნომინაცია დაიმსახურა. დიკაპრიო ასევე თამაშობს სკორსეზეს სხვა ფილმებში, „ნიუ-იორკის ბანდები“, „მიცვალებულები“ და „ჩაკეტილი კუნძული“, „უოლ-სტრიტის მგელი“.
დღეს დღეობით, მას „შვებულება“ აქვს აღებული კინოკარიერიდან რადგან 2013 წელს, ზედიზედ სამ ფილმზე იმუშავა. მათ შორის იყო „უოლ-სტრიტის მგელი“, რომელიც დაფუძნებულია ჯორდან ბელფორტის ბიოგრაფიულ წიგნზე. დიკაპრიო იყო ამ ფილმის თანაპროდიუსერი და ასრულებდა მთავარ, ჯორდან ბელფორტის როლს. ფილმისთვის მან მიიღო ოქროს გლობუსის ჯილდო და ოსკარის კიდევ ერთი ნომინაცია, თუმცა ოსკარის ჯილდო მან ამჯერადაც ვერ მიიღო და ის დათმო მეთიუ მაკ-კონეჰისთან. დიკაპრიომ თქვა, რომ „უოლ-სტრიტის მგელი“, განსაკუთრებით დამღლელი იყო და ამ ფილმმა მისი ადრენალინი ბოლომდე დახარჯა, ამიტომ იგი ცოტა ხნით კინოკარიერისგან ისვენებს და ყურადღება გამახვილებული აქვს მის ქველმოქმედებით კარიერაზე.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1991 | ფ | კბილოსნები 3 | Critters 3 | ჯოში |
1992 | ფ | შხამიანი სურო | Poison Ivy | გაი |
1993 | ფ | ამ ბიჭის ცხოვრება | This Boy's Life | ტობიას 'ტობი' ვულფი |
1993 | ფ | რა აწუხებს გილბერტ გრეიპს | What's Eating Gilbert Grape | არნი გრეიპი |
1995 | ფ | სწრაფი და მკვდარი | The Quick and the Dead | ბიჭი |
1995 | ფ | კალათბურთელის დღიური | The Basketball Diaries | ჯიმ კეროლი |
1995 | ფ | სრული დაბნელება | Total Eclipse | ართურ რიმბადი |
1996 | ფ | რომეო+ჯულიეტა | Romeo + Juliet | რომეო მონტეგი |
1996 | ფ | მარვინის ოთახი | Marvin's Room | ჰენკი |
1997 | ფ | ტიტანიკი | Titanic | ჯეკ დოუსონი |
1998 | ფ | რკინის ნიღაბი | The Man in the Iron Mask | ლუი XIV |
1998 | ფ | პოპულარობა | Celebrity | ბრენდონ დეროუ |
2000 | ფ | სანაპირო | The Beach | რიჩარდი |
2001 | ფ | კაფე დონს პლამ | Don's Plum | დერეკი |
2002 | ფ | დამიჭირე, თუ შეძლებ | Catch Me If You Can | ფრენკ ეიბიგნეილ უმცროსი |
2002 | ფ | ნიუ-იორკის ბანდები | Gangs of New York | ამსტერდამ ვალონი |
2004 | ფ | ავიატორი | The Aviator | ჰოვარდ ჰიუზი |
2006 | ფ | მიცვალებულები | The Departed | ბილი კოსტიგანი |
2006 | ფ | სისხლიანი ალმასი | Blood Diamond | დენი არჩერი |
2008 | ფ | სიცრუის ერთობლიობა | Body of Lies | როჯერ ფერისი |
2008 | ფ | რევოლუციური გზა | Revolutionary Road | ფრენკ ვილერი |
2010 | ფ | ჩაკეტილი კუნძული | Shutter Island | ტედი დენიელსი |
2010 | ფ | დასაწყისი | Inception | დომ კობი |
2010 | ფ | ტელესკოპი ჰაბლი | Hubble | საკუთარი თავი |
2011 | ფ | ჯ. ედგარი | J. Edgar | ედგარ ჰუვერი |
2012 | ფ | ჯანგო გათავისუფლებული | Django Unchained | კელვინ კენდი |
2013 | ფ | დიდი გეტსბი | The Great Gatsby | ჯეი გეტსბი |
2013 | ფ | უოლ-სტრიტის მგელი | The Wolf of Wall Street | ჯორდან ბელფორტი |
2015 | ფ | გადარჩენილი | The Revenant | ჰიუ გლასი |
2016 | ფ | წყალდიდობამდე | Before the Flood | მთხრობელი |
2019 | ფ | ერთხელ ჰოლივუდში | Once Upon a Time in Hollywood | რიკ დალტონი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Leonardo DiCpario“. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: July 29, 2015.