დიერდ რადო
დიერდ რადო (უნგრ. Radó György; დ. 10 ოქტომბერი, 1912, ბუდაპეშტი — გ. 2 ივლისი, 1994, იქვე) — უნგრელი ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი.
შ. კაზაჩასთან ერთად გამოსცა „საბჭოთა ლიტერატურის უნგრული თარგმანების ბიბლიოგრაფია“ (1950-1957, შვიდ ტომად). რამდენიმეჯერ იმოგზაურა საქართველოში და თავისი შთაბეჭდილებები გამოაქვეყნა წიგნებში: „თეთრი ღამეებიდან შავი ზღვისკენ“ (1962), „კავკასიის გადაღმა“ (1971). 50-იან წლებში ჟუჟა რაბთან ერთად პოეტ შანდორ ვეერეშისათვის მოამზადა ვეფხისტყაოსნის პწკარედი. თარგმნა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის და სხვათა ლექსები (კრებული „მსოფლიო ლიტერატურა“, 1955). სისტემატურად ბეჭდავს წერილებს ქართული ლიტერატურის საკითხებზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაგნიძე ჯ, „ვეფხისტყაოსნის“ უნგრული თარგმანები, თბ., 1975;
- გაგნიძე ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 288.