შანდორ ვეერეში (უნგრ. Weöres Sándor; დ. 22 ივნისი, 1913, სომბატჰეი, — გ. 22 იანვარი, 1989, ბუდაპეშტი) — უნგრელი პოეტი, მთარგმნელი, XX საუკუნის უნგრეთის ლირიკის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი.

სწავლობდა პეშტის უნივერსიტეტში. ესეისტური ნაშრომისათვის „ლექსის დაბადება“ მიენიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი (1939). II მსოფლიო ომის (1939-1945) დროს იმყოფებოდა იძულებით სამუშაოზე. 1948-1951 წლებში მოგზაურობდა. კომუნისტური დიქტატურის პერიოდში, 1948-1964 წლებში აქტიურ ლიტერატურულ მოღვაწეობას ჩამოშორებული იყო. შემდგომდროინდელი თხზულებებიდან აღსანიშნავია პოეტური კრებული „ცეცხლის ჭა“ (1964) და გამოგონილი XIX საუკუნის პოეტი ქალის ავტობიოგრაფია „ფსიქე“ (1972). დაინტერესებული იყო მსოფლიოს ხალხთა ლიტერატურით, ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. დაჯილდოებულია ბაუმგარტენის (ორგზის) და კოშუტის სახელობის (1970) პრემიებით.

ვეერეში დიდ ინტერესს იჩენდა ქართული პოეზიის მიმართ. თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ (Tigrisboros lovag / Rusztaveli; forditotta Weöres Sandor; Zichy Mihaly 27 kepevel. Budapest, 1954), ვახტანგ VI-ის, ბესიკის, ა. ჭავჭავაძის, ნ. ბარათაშვილის, გ. ტაბიძის, გ. ლეონიძის და სხვ. ლექსები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გაგნიძე ჯ., ვეფხისტყაოსნის უნგრული თარგმანები, თბ., 1975.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება