დიდსამტვრიანი კაკსინია
დიდსამტვრიანი კაკსინია (ლათ. Caccinia macranthera) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 20–40 სმ სიმაღლის, საგველასებურად დატოტვილი ღერო. ფოთლები ფართო, მოგრძოლანცეტა და მჯდომარეა, ზედა ფოთლები — ღერომხვევი, 4–10 სმ-მდე სიგრძისა და 0,5–2 სმ-მდე სიგანის. ყველა ფოთოლი ორივე მხარეზე დაფარულია მცირე ზომის თეთრი ეკლებით. ჯამი ყვავილობისას შებუსულია. გვირგვინი ცისფერი ან ვარდისფერია, მისი ნაკვთები — ფართოლანცეტა და ბლაგვწვერიანი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს აპრილ-მაისში. გავრცელებულია სამხრეთ კავკასიასა და მცირე აზიაში. საქართველოში გვხვდება ქართლში, კახეთში,[1] მესხეთში[2] (ქვესახეობა — Caccinia macranthera subsp. glauca). იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლებში, ნახევარუდაბნოების თიხნარ და ბიცობიან ნიადაგებზე.[1]
დიდსამტვრიანი კაკსინია | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Caccinia macranthera (Banks & Sol.) Brand, 1921 | |||||||||||||||
|
გალერეა
რედაქტირება-
ყვავილები
-
ყვავილედი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 94.
- ↑ ახალკაცი მ., მოსულიშვილი მ., გიგაური მ., მაისაია ი., სამცხე-ჯავახეთის იშვიათი სამკურნალო მცენარეების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება, თბ.: „ელკანა“ და „ორქისი“, 2008. — გვ. 14.