დიდი ჰერცოგი (ქლიავის ჯიში)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დიდი ჰერცოგი.

დიდი ჰერცოგიქლიავის ჯიში. მიეკუთვნება უნგრულების ჯგუფს.[1] გამოყვანილია 1876 წელს ინგლისში, თომას რივერსის მიერ, შემოდგომის კომპოტის კურკიდან. საქართველოს რაიონებში ხშირად გვხვდება.

ლამაზი, მსხვილი, ტრანსპორტირებისადმი გამძლე ნაყოფის გამო დიდი ჰერცოგი სამრეწველო ჯიშად ითვლება. მსხმოიარობა კარგი იცის, კარგად ეგუება გარემო პირობებს. თუმცა, ნაყოფი გემოთი მდარეა და არ გამოიყენება საჩირედ ან კომპოტისათვის. ხე საშუალო ზრდისაა, მაღალი, ვიწრო ვარჯით, ხშირი დატოტვით. ფოთოლი მსხვილი, მუქი მწვანე და ბრჭყვიალა. ყვავილობა ადრეულა აქვს. თვითსტერილია.

ნაყოფი მსხვილია (5,2🞩4 სმ), საშუალო მასა 41,6 გრამს უდრის. უკუკვერცხისებრი ფორმისაა, ფუძესთან ემჩნევა ამობურცული რგოლი, გვერდები არათანასწორია. ნაყოფის კანი მუქი მოწითალო-ლურჯი ფერისაა, ზევიდან გადაჰკრავს ძლიერი ნაფიფქი. რბილობი მკვრივია, მოყვითალო, ტკბილი გემოსი. კურკა არ სცილდება რბილობს. მწიფდება აგვისტოს ბოლო რიცხვებში, სექტემბრის დასაწყისში. ნაყოფი ნაკლებად ზიანდება სიდამპლით, მხოლოდ ნაყოფიჭამია აზიანებს მოსავალს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ხომეზურიშვილი ნ., ერისთავი ელ., საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები, საქართველოს სსრ მიწსახკომი, ლ. პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი, თბ.: „ტექნიკა და შრომა“, 1941.
  1. მაღლაკელიძე, ელენე; ბობოქაშვილი, ზვიად (2015) ქლიავის ბაღის გაშენება. თბილისი: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. ციტირების თარიღი: 15 აპრილი, 2020.  დაარქივებული 2021-08-03 საიტზე Wayback Machine.