დიდი წყლის ბუღა, წყლის ბუღა, დიდი ყარაულა (ლათ. Botaurus stellaris) — ფრინველი ყანჩისებრთა (ლაკლაკისნაირთა) ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 70–80 სმ, ფრთის შლილი 125–135 სმ.

დიდი წყლის ბუღა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Botaurus stellaris (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22697346
გავრცელება

  ბუდობის არეალი
  მუდმივი არეალი
  ზამთრის არეალი

შეფერილობით მოწითურო-მურაა, მუქი გასწვრივი და გარდიგარდმო ზოლები დასდევს. სხვა ყანჩებისაგან განსხვავდება სქელი კისრითა და წითური შეფერილობით. არის გადამფრენი ფრინველი. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში.

საქართველოში ბინადრობს დაჭაობებულ მინდვრებში, ტბებზე, აგრეთვე ჭაობებში, სადაც ხშირი ლერწამი ხარობს. აპრილ-მაისში კორდზე დებს 3–5 კვერცხს, ინკუბაცია გრძელდება 25–26 დღე-ღამე. საშიშროებისას თავს მაღლა სწევს და ინაბება ლერწნარში (აქედან მოდის სახელწოდება ყარაულა). გაზაფხულზე, გამრავლების პერიოდში, მამალი ბუღის მსგავს ხმას გამოსცემს (აქედან მომდინარეობს სახელწოდება წყლის ბუღა). იკვებება წყლის მწერებით, ლოკოკინებით, ჭიებით, უფრო იშვიათად – თევზით, ბაყაყებით, მღრღნელებით.

ლიტერატურა

რედაქტირება