დიდი ჩვამა (ლათ. Phalacrocorax carbo) — ფრინველი ჩვამასებრთა ოჯახისა. დიდი ზომის წყალმცურავი ფრინველია. მისი სხეულის სიგრძეა 80–100 სმ, ფრთის შლილი 130–160 სმ. გამრავლების პერიოდში თითქმის მთლიანად მბზინავი შავი შეფერილობისაა. მხოლოდ კისერი, კეფა, ბარძაყზე არსებული ხალი და ჩიჩახვის წინა ნაწილია თეთრი. ზამთარში ჩიჩახვის გამოკლებით ეს ადგილებიც შავდება. ახალგაზრდა ფრინველი მოყავისფროა, მოთეთრო-მოყავისფრო სხეულის ქვედა ნაწილით. მცირე გუნდების სახით დიდი ჩვამების ნახვა ხშირად შეიძლება წყლიდან ამოშვერილ კლდეებსა თუ ხელოვნურ პლატფორმებზე. ცურვის დროს ტანი ღრმად იძირება წყალში, კისერი სწორად უჭირავს, თავი კი ოდნავ ზემოთა აქვს მიმართული. წყლიდან ამოსვლის შემდეგ ფრინველები ფრთებს შლიან და იშრობენ. ფრენისას გუნდი ერთ ხაზზე მწკრივდება ან V-ს ფორმას იღებს. გვხვდება წყალსაცავებში და ტბებში, ასევე მდინარეებში. საქართველოში მობინადრეა.

დიდი ჩვამა
Phalacrocorax carbo Vic.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Phalacrocorax carbo (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22696792
გავრცელება
Great Cormorant ebird data map.png
  მუდმივი არეალი
  ზაფხულის არეალი
  ზამთრის არეალი

ლიტერატურარედაქტირება