დიდი შირაქის ველის პირველი ნამოსახლარი
დედი შირაქის ველის პირველი ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს დედოფლისწყარო-ზემო ქედის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, ერთ-ერთ თავმომრგვალებულ ბორცვზე.
თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარით. აღმოჩნდა 2009 წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოებული არქეოლოგიური დაზვერვების დროს (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). ნამოსახლარის ციტადელი ოვალურია, მიმართულია აღმოსავლეთიდან დასავლეთით. შემოსდევს სათავდაცვო ზღუდე. აღმოსავლეთ ფერდობზე ჩანს ზღუდის გარე დასახლება (ციტადელის სიგრძე - 100 მეტრი, სიგანე - 75 მეტრი).
ნამოსახლარზე აკრეფილი კერამიკული მასალა დაცულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 274.