დიდი შირაქის ველის პირველი ნამოსახლარები

დიდი შირაქის ველის პირველი ნამოსახლარები — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს დედოფლისწყარო-ზემო ქედის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, ორი მათგანი თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო - I ათასწლეულის დასაწყისით.

მესამე ნამოსახლარი, რომელიც გზიდან 100-იოდე მეტრშია, ძვ. წ. I ათასწლეულის მეორე ნახევრით. აღმოჩნდა 2009 წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოებული არქეოლოგიური დაზვერვების დროს (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). პირველი ჯგუფის ნამოსახლართან ერთი ციტადელი (სიგრძე - 200 მეტრი, სიგანე - 100 მეტრი) ელიფსურიამ დაგრძელებულია აღმოსავლეთიდან დასავლეთით, მეორე ნამოსახლარის ციტადელი კი - წრიული (დიამეტრი - 80-90 მეტრი). ნამოსახლარებზე გადადის მინდორში მიმავალი ერთ-ერთი გზა და იქ, სადაც სათავდაცვო ზღუდეს გადაკვეთს, კარგად ჩანს რიყის ქვის კედლის ფრაგმენტები. ძეგლებზე ზედაპირულად აიკრიფა თიხის ჭურჭლის რამდენიმე ფრაგმენტი. მესამე ნამოსახლარის (დიამეტრი - 200 მეტრი) ზედაპირი დაზიანებულია მიწის სამუშაოების გამო. აკრეფილ მასალაში ჭარბობს ყვითელი, კარგად გამომწვარი კერამიკული მასალა.

ნამოსახლერებზე აკრეფილი კერამიკული მასალა ინახება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ლიტერატურა

რედაქტირება