დიდი ინდიქტიონი — 532-წლიანი პასქალური ტიპის ციკლი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ოცდარვა 19-წლიანი მთვარე-მზისიერი კალენდარული ტიპის ციკლს.

როგორც ცნობილია რომ მეტონმა თავისი 19-წლიანი ციკლი ძველ საბერძნეთში შემოიღო ძვ. წ. 433 წელს, თუმცა ის ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ ჩინეთსა [ძვ. წ. 2260] და ბაბილონში [ძვ. წ. 499][1].

ყველა 19-წლიანი ციკლი ეყრდნობა იმ მოსარებას, რომ 19 წლის მანძილზე გადის მთვარის 235 სინოდური თვე. ძველ ჩინეთში აღნიშნულ 19 მზის წელისა და 235 მთვარის თვის გაგანმავლობაში გადიოდა 6936 დღე-ღამე (საშ. წლიური 365,052631 დღე-ღამე), ხოლო ბაბილონისა და მეტონის მიხედვით — 6940 დღე-ღამე (საშ. წლიური 365,263157 დღე-ღამე).

დაახლოებით ძვ. წ. III საუკუნეში მას შემდეგ რაც ძველმა ასტრონომებმა მეტონის ციკლს აღმოუჩინეს ცდომილებები, ბერძენმა ასტრონომმა კალიპემ მეტონის ციკლში შეიტანა რიგი ცვლილებები. მან ოთხი მეტონის ციკლს დააკლო ერთი დღე და 76 წლიდან გამოიყვანა 27759 დღე-ღამე (საშ. წლიური 365,25 დღე-ღამე). კალიპეს ძვ. წ. III საუკუნის 76-წლიანი ციკლის საშუალო წლიური სიდიდე აღმოჩნდა იმდენივე, რომდენიც იულიუსის ძვ. წ. 46 წლის კალენდრის 4-წლიანი ციკლი საშუალო წლიური სიდიდე (საშ. წლიური 365,25 დღე-ღამე).

გამოთვლები

რედაქტირება
ტროპიკული წელიწადი = 365,24219879 დღე.
365.24219879 x 19 = 6939,602 დღე (ყოველ 19 წელიწადში)
სინოდური თვე = 29.53058868 დღე.
29,53058868 x 235 = 6939,688 დღე (ყოველ 235 სინოდურ თვეში)

დიდი ინდიქტიონის ნამრავლის მეორე რიცხვი — 28, წარმოადგენს არა მზის წელს, არამედ ჯერადობას, რადგანაც თუ 28 მზის წელი იქნებოდა, ხოლო 19-ც წელი, მაშინ მიღებული 532 ციკლის განზომილების ერთეული „წელი2-ში“ უნდა ყოფილიყო და არა „წელი“. რეალურად რიცხვი 28 წარმოადგენს 4-სა და 7-ის ნამრავლს. სადაც 4 ესაა ნაკიანი წლის ყოველ ოთხ წელიწადში გამეორება, ხოლო 7 — ნაკიანი წლის კვირის დღეებზე მოხვედრის ალბათობა.

ამრიგად დიდი ინდიქტიონის 532 წლიანი ციკლი წარმოადგენს წლების ერთობლიობას, როდესაც ადგილი აქვს მთვარის ფაზების, ნაკიანი წლებისა და კვირის დღეების იდენტურ გამეორებას.

საქართველო

რედაქტირება

საქართველოში დიდი ინდიქტიონი საფუძვლად დაედო ქართულ ქორონიკონს. ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში მრავლად მოიპოვება ქორონიკონის მოქცევებით წარმოდგენილი დათარიღებები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Большая российская энциклопедия, В. Е. Жаров, Метонов цикл. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-06-16. ციტირების თარიღი: 2022-05-25.