კალიპე
კალიპე კიზიკელი (ძვ. ბერძნ. Κάλλιππος; დ. ძვ. წ. 370 — გ. ძვ. წ. 300) — ძველი ბერძენი ასტრონომი.
კალიპემ დახვეწა ევკტემონის მიერ აღმოჩენილი უთანასწორობა წეკიწადის დროებს შორის. კალიპეს გაანგარიშებით გაზაფხულის ბუნიობიდან ზაფხულის მზებუდობამდე გადიოდა 94 დღე-ღამე, ზაფხულის მზებუდობიდან შემოდგომის ბუნიობამდე — 92 დღე-ღამე, შემოდგომის ბუნიობიდან ზამთრის მზებუდობამდე — 89 დღე-ღამე, ზამთრის მზებუდობიდან გაზაფხულის ბუნიობამდე — 90 დღე-ღამე.
კალიპემ შეცვალა ძველბერძნული კალენდრის მეტონის ციკლი, შეამცირა რა მეტონის ოთხწლიანი მეტონის ციკლი ერთი დღით, რის შედეგადაც 76 წელიწადში საშუალოდ გამოუვიდა 365,25 დღე-ღამე. კალიპეს ციკლის საშუალო წლიური სიდიდე უდრიდა ძვ. წ. 46 წელს მიღებული იულიუსის კალენდრის საშუალო წლიურ მნიშვნელობას.
ლიტერატურა
რედაქტირება- Паннекук А. История астрономии. М.: Наука, 1966.
- Рожанский И. Д. История естествознания в эпоху эллинизма и Римской империи. М.: Наука, 1988.
- Neugebauer O. History of ancient mathematical astronomy, v. 1-3. Berlin: Springer, 1975.
- van der Waerden B. L. The Motion of Venus, Mercury and the Sun in Early Greek Astronomy. Archive for History of Exact Sciences, 26, 1982, p. 99-113.
- van der Waerden B. L. Greek astronomical calendars II. Callippos and his calendar. Archive for History of Exact Sciences, 29, 1984, p. 115—124.