კალიპეს ციკლი
კალიპეს ციკლი (27759 დღე-ღამე 76 მზისიერ წელიწადში, ანუ 365.25 დღე-ღამე/მზისიერ წელიწადში) — მთვარე-მზისიერი კალენდრის 76 წლიანი ციკლი, რომელიც გამოიყენებოდა მთვარისმიერი თვისა და მზისიერი წელიწადის შესათანხმებლად ძველ ბერძნულ კალენდრებში. შემოღებულ იქნა ათინელი მეცნიერის კალიპეს მიერ. კალიპეს ციკლი წარმოადგენდა ოთხ მეტონის ციკლს იმ განსხვავებით, რომ ბოლო წელი იყო არა ნაკიანი, არამედ უბრალო წელი.
ისტორია
რედაქტირებაძვ. წ. III საუკუნეში კალიპემ მეტონის ციკლში აღმოაჩინა უზუსტობები და შეიტანა მასში რიგი ცვლილება. მან აიღო ოთხი მეტონის 19-წლიანი ციკლი და შეამცირა ერთი დღით, ანუ ბოლო ნაკიანი წელი გამოაცხადა უბრალო წლად, რის შედეგადაც 76 წელიწადში საშუალოდ გამოუვიდა 365.25 დღე-ღამე.
- (4×6940-1)/76=27759/76=365.25 დღე-ღამე.
კალიპეს ციკლი მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენდა 19-წლიანი კალენდარული ტიპის ოთხი ციკლის ერთობას და იყო 12- და 13-თვიანი წლების ერთობა, მისი საშუალო წლიური სიდიდე უდრიდა ძვ. წ. 46 წელს მიღებული იულიუსის კალენდრის საშუალო წლიურ მნიშვნელობას — 365.25 დღე-ღამეს.
კალიპეს ციკლი თავდაპირველად იყენებდა თვეების სახელებს ანტიკური კალენდრიდან. მოგვიანებით ასტრონომებმა, როგორიცაა ჰიპარქე, უპირატესობა მიანიჭეს სხვა კალენდრებს, მათ შორის ძველ ეგვიპტურ კალენდარს. ასევე ჰიპარქემ გამოიგონა საკუთარი ჰიპარქეს ციკლი, როგორც კალიპეს ციკლის გაუმჯობესებული ვარიანტი.
ჰიპარქეს ციკლი
რედაქტირებაძვ. წ. II საუკუნეში ჰიპარქემ შესთავაზა კალიპეს ციკლის (76 წლის) კორექტირება, რომელიც თავის მხრივ იყო შემოთავაზებული, როგორც მეტონიური ციკლის (19 წლის) კორექტირებული ვარიანტი. მზებუდობის დაკვირვებებიდან ჰიპარქმა აღმოაჩინა, რომ ტროპიკული წელი დაახლოებით 1⁄300 დღით მოკლეა, ვიდრე კალიპეს 365,25 დღე-ღამე. ამიტომ მან შეიტანა 1-დღიანი შესწორება ოთხ კალიპეს ციკლში, რითაც მიიღო 304 წელი = 3760 სინოდური თვე = 111035 დღე-ღამე, ანუ საშუალო წლიური ხანგრძლივობა — 365.24671 დღე-ღამე.
ლიტერატურა
რედაქტირება- Паннекук А. История астрономии. М.: Наука, 1966.
- Рожанский И. Д. История естествознания в эпоху эллинизма и Римской империи. М.: Наука, 1988.
- Neugebauer O. History of ancient mathematical astronomy, v. 1-3. Berlin: Springer, 1975.
- van der Waerden B. L. The Motion of Venus, Mercury and the Sun in Early Greek Astronomy. Archive for History of Exact Sciences, 26, 1982, p. 99-113.
- van der Waerden B. L. Greek astronomical calendars II. Callippos and his calendar. Archive for History of Exact Sciences, 29, 1984, p. 115—124.