დიდველის ციხე

არქიტექტურული ძეგლი

დიდველის ციხე, დიდველის კოშკიარქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, კაიშაურნის ველზე, მდინარე ხადისა და არაგვის ხეობებს შორის, დიდველის პლატოზე, დიდველის ნასახლარზე. განეკუთვნება Xlll-XlV საუკუნეებს. კოშკი ზურგიანია (6,7 x 4,5 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით. შემორჩენილია მხოლოდ l სართული. შესასვლელი გაჭრილია ხევისკენ (აღმოსავლეთით) მიმართულ სწორ კედელში. თაღოვანი შესასვლელი გვირაბის მსგავსია, სხვა ზურგიანი კოშკებისგან განსხვავებით, ამ კოშკს ძალიან სქელი კედლები აქვს. მისი საერთო ფართობია 30 კვადრატული მეტრი, ხოლო შიგნით სათავსის ფართობი 3 კვადრატულ მეტრზე ოდნავ მეტია. სართულშუა გადახურვა კოჭოვანი ყოფილა.

ლიტერატურა რედაქტირება